Title of the Program: Archeology
Awarded qualification/degree: Bachelor of Archeology
Program is carried out by Science Learning Institute of Archeology
Program coordinator: Associate Professor Zviad Kvitsiani
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს კომპლექსურად შეასწავლოს არქეოლოგიის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; გააცნოს დარგის არსი, ისტორია, მიღწევები და მისი მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარების ობიექტური კანონების დადგენისა და ისტორიული მოვლენების რეკონსტრუირების საქმეში; ცივილიზაციათა კულტურულ–ისტორიული ევოლუციის ჭრილში კავკასიის რეგიონის, განსაკუთრებით კი საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელობის განსაზღვრა; გააცნოს მსოფლიოში უძველესი საზოგადიების კულტურული მემკვიდრეობა; შეასწავლოს საველე, საფიქსაციო და ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები; შეასწავლოს მატერიალური ნაშთის ზოგადი ქრონოლოგიური და კულტურული კუთვნილების განსაზღვრის, სამეცნიერო და ეროვნული მნიშვნელობის დადგენის მეთოდოლოგია.
ყოველივე აღნიშნული კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს დასაქმდეს არქეოლოგიურ გათხრებზე, მუზეუმებში, ექსპედიციებში, არქივებში, სპეციალიზებულ ლაბორატორიებში და ზოგადად, სიძველეთმცოდნეობის დარგში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მიღებული ფართო ჰუმანიტარული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა დასაქმდეს მომიჯნავე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
პროგრამა შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ემსახურება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებას, საზოგადოების ინტელექტუალურ, ზნეობრივ, კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას, აკადემიური თავისუფლების დაცვას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე არქეოლოგიის ბაკალავრს გააჩნია არქეოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა. კურსდამთავრებულს აქვს არქეოლოგიის საფუძვლების (ზოგადი არქეოლოგიის) ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა, არქეოლოგიური კვლევის პროცესების ძირითადი ტენდენციების ცოდნა; მატერიალური კულტურის ნაშთის ერთ მთლიან კულტურულ კონტექსტში გააზრების უნარი; ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; იცნობს დარგის სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის. ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ძირითადი ეტაპები, კონცეპტები და მეთოდები, ფილოსოფიის ისტორიის, პოლიტიკისა და რელიგიის ფილოსოფიის, ეთიკის, ესთეტიკისა და ლოგიკის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საფუძვლები. საქართველოს ისტორიის ძირითადი ეტაპები, ფაქტები და მოვლენები მსოფლიოს გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები. ძირითადი ენათმეცნიერული თეორიები, პრინციპები და კვლევის მეთოდები.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: არქეოლოგიის ბაკალავრს შეუძლია არქეოლოგიის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება, არქეოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. კურსდამთავრებულს აქვს სხვადასხვა სახის წყაროების მოპოვების (არქეოლოგიური ფონდები, არქივები, მუზეუმები) მათი დამუშავებისა და დაკვირვების უნარი; აქვს საველე და ლაბორატორიული გამოკლვევების წარმოების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სამუზეუმო და არქეოლოგიურ ფონდებზე მუშაობის უნარი; კონკრეტული არქეოლოგიური კომპლექსების კულტურული და ქრონოლოგიური ატრიბუციის უნარი; შეუძლია კონკრეტულ არქეოლოგიურ კულტურებსა და მათი განვითარების ძირითად მოვლენებში წვდომა; მათი განხილვა ამ კულტურათა წამყვან ნიშანთა ჩვენებით. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი; შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, სწორი დასკვნების გამოტანა და ფილოსოფიური ცნებებით ოპერირება. ჰუმანიტარულ სფეროში სხვადასხვა პრობლემატიკის ირგვლივ საკუთარი აზრის დამაჯერებლად ჩამოყალიბება /არგუმენტირება, მიზნის ადეკვატური ენობრივი ერთეულების შერჩევა და აკადემიურ გარემოში საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების შექმნა კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის (ნაშრომის) განსახორციელებლად.
დასკვნის უნარი: არქეოლოგიის ბაკალავრს აქვს დარგისათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისა და განმარტების, ახალი და განყენებული მონაცემების ანალიზის უნარი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით (ანალიზი და სინთეზი); მონაცემთა ინტერპრეტაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარი; შეუძლია დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: არქეოლოგიის ბაკალავრს შეუძლია პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; კურსდამთავრებულს აქვს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი; ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი;
სწავლის უნარი: არქეოლოგიის ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; აქვს სამეცნიერო სიახლეებისადმი თვალის მიდევნების უნარი, სწავლის პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; შეუძლია დამოუკიდებელი მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების შესაბამისად. მას აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: არქეოლოგიის ბაკალავრს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები; იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; შეუძლია დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
ბაკალავრიატის კურსდამთავრებული მზადაა სიძველეთა პროფილის მქონე საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული, სარეფერენტო, საარქივო-სამუზეუმო, მეთოდიკური საქმიანობისათვის. მას შეუძია დასაქმდეს არქეოლოგიურ გათხრებზე, მუზეუმებში, ექსპედიციებში, არქივებში, სპეციალიზებულ ლაბორატორიებში და ზოგადად, სიძველეთმცოდნეობის დარგში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში.