Title of the Program: Philosophy
Awarded qualification/degree: Bachelor of Philosophy
Program is carried out by Institute of philosophy
Program coordinator: Professor Demur Jalagonia
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240
credits Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, მისცეს სტუდენტს საბაზო ცოდნა ფილოსოფიაში; გააცნოს ფილოსოფიური აზროვნების ძირითადი ტრადიციები, იდეები და მიმართულებები; შეასწავლოს ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების ნააზრევი; გააცნოს ფილოსოფიის განვითარების ისტორიული გზა და დასავლური აზროვნების ამოსავალი პრინციპები და ღირებულებები; შესძინოს ყოფიერების, სამყაროს, შემეცნების, ადამიანისა და საზოგადოების ძირეული პრობლემების შესახებ არგუმენტირებული, სისტემური და კონცეპტუალური გააზრების გამოცდილებისა და მათ შესახებ დასაბუთებულად მსჯელობის უნარი.
სტუდენტი შეძენილი ცოდნის შედეგად დაეუფლება ფილოსოფიის ცნებით აპარატს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კულტურისა და ადამიანური ყოფიერების არსებითი ასპექტების შემეცნება და გაცნობიერება, შეძლებს კრიტიკულად გაიაზროს ფილოსოფიის ფუნდამენტური იდეები და პრობლემები, რომლებიც ეხება სინამდვილეს, ბუნებას, ღირებულებებს, შემეცნების მეთოდებსა და ხასიათს.
პროგრამა მიზნად ისახავს ძირითადი ფილოსოფიური იდეების ზოგად თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტმა მიიღოს ეპოქების მიხედვით ფილოსოფიურ ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება, ისეთი თემების შესახებ მსჯელობის უნარი, როგორიცაა გონება, ჭეშმარიტება, თავისუფლება, აზროვნება და სხეული, ღმერთი, ცოდნა და რწმენა, შემეცნება, პასუხისმგებლობა, ზნეობა, სიკეთე, მშვენიერება, ისტორიულობა, გაგება და ინტერპრეტაცია. შემეცნების ფილოსოფიური მეთოდების გაცნობისა და ფილოსოფიური ტექსტების შესწავლის შედეგად სტუდენტს ჩამოუყალიბდება ფილოსოფიური აზროვნების უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს ენის, მითოსის, რელიგიის, მეცნიერების, პოლიტიკის, სამართლის, განათლების, ხელოვნებისა და სხვა ადამიანური ფენომენის გაგებასა და ინტერპრეტაციას კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ კონტექსტებში.
ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდნა და უნარი უზრუნველყოფს სტუდენტის დასაქმებას როგორც თეორიული და პრაქტიკული ფილოსოფიის, ასევე გამოყენებითი და პროფესიული ეთიკის სფეროში.
პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე შრომის ბაზრის, დამსაქმებლის მოთხოვნებს და ამზადებს შესაბამისი უნარებით აღჭურვილ კონკურენტუნარიან სპეციალისტს.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ისტორიის ბაკალავრს აქვს წარსულის ზოგადი დიაქრონული ჩარჩოს ცოდნა; ნაციონალური ისტორიის ცოდნა; ევროპის და აზიის ისტორიის ცოდნა შედარებითი პერსპექტივისათვის; მსოფლიო ისტორიის ცოდნა; თანამედროვე ისტორიული კვლევისა და მსჯელობის ხასიათის ცოდნა; ისტორიული ხედვების განსხვავებულობის გაცნობიერება სხვადასხვა პერიოდსა და კონტექსტში; ზოგად-საისტორიო მეთოდოლოგიის ცოდნა;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ისტორიის ბაკალავრს გააჩნია ქართულ ენაზე სამეცნიერო წერის უნარი; ფლობს ინფორმაციის მოძიების საშუალებების ცოდნას; შეუძლია ბიბლიოგრაფიული, საარქივო ინვენტარის მოხმარება, იცის ევროპული, კლასიკური (ან აღმოსავლური) ენები აკადემიური მიზნებისთვის;
დასკვნის უნარი: ისტორიის ბაკალავრს შეუძლია დღევანდელ მდგომარეობასა და წარსულს შორის კავშირის კრიტიკული აღქმა; აქვს ტექსტებისა და დოკუმენტების შეჯამების უნარი; მრავალმხრივი მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით.
კომუნიკაციის უნარი: ისტორიის ბაკალავრს შეუძლია ქართულ ენაზე კომუნიკაცია სათანადო ტექნიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენებით; აქვს დისციპლინის კანონების მიხედვით კვლევის შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემის უნარი; კვლევის შედეგების წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი, სამეცნიერო დისკუსიის წარმოების უნარი.
სწავლის უნარი: ისტორიის ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ტექსტებისა და დოკუმენტების კითხვისა და ციტირების უნარი; მრავალმხრივი მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი; საკუთარი სწავლის პროცესის შეფასების უნარი.
ღირებულებები: ისტორიის ბაკალავრს შეუძლია განსხვავებული აზრის პატივისცემა; განსხვავებული კულტურების პატივისცემა; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა და პატივისცემა; ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისება; აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვა.
დასაქმების სფეროები
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ საჯარო სამსახურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. საზოგადოების სულიერი ცხოვრების, მეცნიერების, რელიგიის, კულტურის და პოლიტიკის შესახებ მონაცემთა ანალიზისა და შეფასების ექსპერტებად. სხვადასხვა კულტურულ-სოციალურ დაწესებულებებში.