General
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერებათა დოქტორი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ.გიორგი ღვედაშვილი, რომან ჯობავა.
Goals
- მაღალკვალიფიცირებული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მკვლევარის მომზადება, რომელსაც გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დარგში და პროფესიონალური კომპეტენციების დემონსტრირების უნარი ინდუსტრიაში, ბიზნესში, სამთავრობო და/ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მზარდი პასუხისმგებლობების შესაბამისი პოზიციის დაკავებისას;
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და მის მომიჯნავე სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების ხელშეწყობა, ეფექტური ჯგუფური მუშაობისთვის აუცილებელი კომუნიკაციის და სოციალური უნარების გამომუშავება.
- თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა - ელექტრომაგნიტური მოვლენების ფუნდამენტური კონცეფციების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, შესაბამისი მეცნიერება ტევადი პროგრამული უზრუნველყოფის მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა,
Prerequisite
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, გამოყენებით მათემატიკაში, ინფორმატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმაციულ სისტემებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში
- უცხო ენის ცოდნა (B 2 დონე)
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრებისთვის - წარმატებული გასაუბრება საგამოცდო კომისიასთან; სხვა სფეროს მაგისტრებისთვის - გამოცდა სპეციალობაში. (იხ. დანართი სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდის საკითხები)
Employment
- აკადემიური თანამდებობები უსდ-ებში (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ);
- სამეცნიერო-კვლევითი თანამდებობები ინდუსტრიაში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში:
- კომპანიები EMCoS, AZRI (ქ. თბილისი), სადაც შესაძლებელია მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავება,
- ელექტრონიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები
- შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (იაპონია, ჩინეთი, კორეა). პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები, ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრია:
- პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები საქართველოში (მაგ.EMCoS, AZRI, ALTA) და საზღვარგარეთ,
- ტელესაკომუნიკაციო კომპანიები საქართველოში, როგორიცაა: მაგთიკომი, ჯეოსელი,ბილაინი, სილქნეტი.
- ახალი ტექნოლოგიების დამნერგავი ინდუსტრიული წარმოება, რომელიც დაფუძნებულია ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, დანადგარების ავტომატურ მართვაზე და კონტროლზე (როგორც საქართველოში, ისესაზღვარგარეთ).