სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: გამოყენებითი ეკოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკოლოგიის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები: ლია მაჭავარიანი – გ.მ.დ., თსუ პროფესორი.
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 180 კრედიტი.
სწავლების ენა: ქართული.
ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ეკოლოგი,
რომელიც სპეციალიზებული იქნება გამოყენებითი ეკოლოგიის ერთ-ერთ სფეროში, კერძოდ:
- მოამზადოს მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც სპეციალიზირებული იქნება გეოგრაფიული ეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში და გარკვეული იქნება გარემოს მდგომარეობისა და მისი მდგრადი განვითარე- ბის უზრუნველყოფაში;
- მოამზადოს მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც სპეციალიზირებული იქნება ბიოლოგიური ეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში და გარკვეული იქნება ცოცხალი ბუნების მდგრადი განვითარების საფუძვლებში;
- მოამზადოს მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც სპეციალიზებული იქნება ქიმიური ეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში და გარკვეული იქნება ბუნებაზე ქიმიური საფრთხეების შეფასებისა და თავიდან აცილების საკითხებში;
- მოამზადოს მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც სპეციალიზებული იქნება აგროეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში და გარკვეული იქნება აგრარულ სფეროში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის საფრთხეების შეფასებისა და თავიდან აცილების საკითხებში.
- · მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან აგრარულმეცნიერებებში;
- · მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სხვა მომიჯნავე დარგებში (ზუსტი მეცნიერებები, ეკონომიკა, საინჟინრო და სხვ.), რომლებსაც აქვთ გარემოსდაცვით სფეროში მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
- უცხო ენის B2 დონეზე ცოდნა;
- გასაუბრება ფაკულტეტის დარგობრივ კომისიასთან.
ეკოლოგიური მიმართულების სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და საგანმანათლებლო სექტორი, გარემოს მონიტორინგის სამსახურები, საპროექტო-სამშენებლო, აგრარული ორგანიზაციები, რეკრეაციული სფერო, რეგიონალური და საერთაშორისო ეკოლოგიურო პროგრამები, პროექტები და ორგანიზაციები; ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტები და სხვ.