სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: ბიოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი.
პროგრამის ხელმძღვანელები:
პროფ. ბ.მ.დ. ნანა კოშორიძე
2. პროფ. ბ.მ.დ. ნანული დორეული
3. პროფ. ბ.მ.დ. ნანული კოტრიკაძე
4. პროფ. ბ.მ.დ. არნოლდ გეგეჭკორი
5. პროფ. ბ.მ.დ. თეიმურაზ ლეჟავა
6. პროფ. ბ.მ.დ. ნინო ფორაქიშვილი
7. პროფ. ბ.მ.დ. დიანა ძიძიგური (კოორდინატორი)
8. ასოც. პროფ. ბ.მ.აკად. დოქ. მარიამ გაიდამაშვილი
9. ბ.დ. ნინო ინასარიძე
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 30 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი)
სწავლების ენა: ქართული
სადოქტორო პროგრამა - ბიოლოგია მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური
მკვლევარი ბიოლოგები მულტიდისციპლინური პროფილით. პროგრამა აგებულია
მოდულების სისტემის პრინციპით. თითოეული მოდული მოიცავს კვლევით და სასწავლო
კომპონენტს. ამ კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული
მიზნის მიღწევას, რომელშიც იგულისხმება, რომ აღნიშნული პროგრამის დასრულების
შემდეგ, კურსდამთავრებულები, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, იქნებიან
კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე.
გარდა ამისა, პროგრამის თითოეული მოდული თავისი, როგორც სასწავლო, ასევე
კვლევითი კომპონენტებით, უზრუნველყოფს ვიწრო სპეციალობით თეორიული ცოდნის
გაღმავებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ამ მიზნით, მოდულები უზრუნველ-
ყოფილია სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით, რაც იძლევა, როგორც ცალკეული მოდუ-
ლით, ასევე მთლიანი პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის გარანტიას.
პროგრამის კვლევით კომპონენტებში შემოთავაზებული სამეცნიერო თემატიკები
დაფუძნებულია ბიოლოგიის კონკრეტული მიმართულების აქტუალურ მიღწევებზე.
- ბიოლოგიის ან გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, დიპლომირებული მედიკოსი მაგისტრთან გათანაბრებული;
- უცხო ენის B 2 დონეზე ცოდნის დადასტურება;
- ბიოლოგიის ან გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრებს ან მასთან გათანაბრებულ პირებს ჩაუტარდებათ გასაუბრება დარგობრივ სადისერტაციო კომისიასთან, ხოლო მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომირებულ მედიკოსს - გამოცდა სპეციალობაში.
ბიოლოგიის დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტთა დასაქმება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:
- უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებები;
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- სადიაგნოსტიკო ცენტრები და კლინიკური ლაბორატორიები
- სამუზეუმო სამსახურები;
- საექსპერტო სამსახურები;
- ბიოლოგიის დოქტორს შეუძლია გააგრძელოს სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.