სამაგისტრო პროგრამის დასახელება : გამოყენებითი ფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ( კვალიფიკაცია ): ფიზიკის მაგისტრი ;
შემოთავაზებული სპეციალიზაციები
მყარი სხეულების ფიზიკა Solid state physics
მიკრო- და ნანოელექტრონიკა Micro- and nanoelectronics
გამოყენებითი ელექტროდინამიკა Applied electrodynamics
რადიოფიზიკა Radiophysics
ბირთვული ფიზიკა Nuclear physics
გეოფიზიკა Geophysics
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:
თსუ პროფესორი ალექსანდრე შენგელაია (კოორდინატორი)
თსუ ასოც პროფესორები: ამირან ბიბილაშვილი, რევაზ შანიძე,
ემერიტუს პროფესორები: რევაზ ზარიძე, სიმონ წერეთელი
- მაღალი კვალიფიციის საერთაშორისო შრომის ბაზარზე კუნკურენტუნარიანი ფიზიკის მაგისტრის მომზადება გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა მასალათმცოდნეობა და მიკრო- და ნანო-ელექტრონიკა, გამოყენებითი ელექტროდინამიკა და რადიოფიზიკა, რადიაციული უსაფრთხოება და ბირთვული სამედიცინო ფიზიკა, გეოფიზიკა.
- ფიზიკის სხვადასხვა დარგების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მასში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და დამკვიდრების გზით.
- ფიზიკის გამოყენებით დარგებში ინოვაციური მიდგომებისა და მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.
- მეცნიერებათა / საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში / ფიზიკის ბაკალავრი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სპეციალობაში.
- ინგლისური ენის (B2 დონის შესაბამისი) გამოცდა ან B2 დონის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი
- აკადემიური კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციები,
- კავშირგაბმულობის სისტემები,
- საინჟინრო და სამშენებლო ორგანიზაციები,
- საგანმანათლებლო ცენტრები,
- სამედიცინო დაწესებულებები და დიაგნოსტიკური ცენტრები, კომპიუტერული პომპანიები,
- მართვისა და საბანკო სისტემები,
- თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროების უწყებები,
- სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებები.
სწავლის დამთავრების შემდეგ მაგისტრს შეუძლია სწავლის გაგრძელება ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო ინტერდისციპლინურ, საინჟინრო-ტექნოლოგიურ სადოქტორო პროგრამებზე; ასევე განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.