სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ფუნდამენტური ფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (კვალიფიკაცია): ფიზიკის მაგისტრი
შემოთავაზებული სპეციალიზაციები:
• კონდენსირებული გარემოს ფიზიკა Condensed Matter Physics,
• ასტროფიზიკა Astrophysics,
• პლაზმის ფიზიკა Plasma Physics,
• ატომის ფიზიკა Atomic Physics
• ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა Elementary Particle Physics
• არაწრფივი მოვლენების ფიზიკა Nonlinear Phenomena Physics
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:
თსუ პროფესორი ნანა შათაშვილი (კოორდინატორი)
თსუ პროფესორი მერაბ ელიაშვილი
თსუ პროფესორი არჩილ უგულავა
თსუ პროფესორი თამაზ კერესელიძე
ლ'აკვილას უნივერსიტეტთან (იტალია) გაფორმებული მემორანდუმით შესაძლებელია ფიზიკის მაგისტრის ორმაგი ხარისხის მინიჭება (იხ. ბმული დოკუმენტები) აღნიშნული უნივერსიტეტიდან და თსუ-დან.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
მეცნიერებათა / საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში / ფიზიკის ბაკალავრი;
• საერთო სამაგისტრო გამოცდა;
• გასაუბრება სპეციალობაში.
• ინგლისური ენის (B2 დონის შესაბამისი) გამოცდა ან B2 დონის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი
დასაქმების სფეროები:
აკადემიური, კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციები,
• კავშირგაბმულობის სისტემები,
• საინჟინრო და სამშენებლო ორგანიზაციები,
• საგანმანათლებლო ცენტრები,
• სამედიცინო დაწესებულებები და დიაგნოსტიკური ცენტრები, კომპიუტერული კომპანიები,
• მართვისა და საბანკო სისტემები,
• თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროების უწყებები,
• სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებები.
სწავლის დამთავრების შემდეგ მაგისტრს შეუძლია სწავლის გაგრძელება ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო, ინტერდისციპლინურ, საინჟინრო-ტექნოლოგიურ სადოქტორო პროგრამებზე; ასევე განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.