სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: გამოყენებითი მათემატიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი - გამოყენებითი მათემატიკა
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები/კოორდინატორი:
პროფესორი ე. ნადარაია
პროფესორი გ.ჯაიანი
ასოცირებული პროფესორი გ. ავალიშვილი -პროგრამის კოორდინატორი
პროგრამის მიზანი:
• მაგისტრს მისცეს თანამედროვე მიღწევათა შესაბამისი საფუძვლიანი განათლება გამოყენებით მათემატიკაში;
• მაგისტრს განუვითაროს სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
• მაგისტრი დაეუფლოს პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური მოდელების აგების და გამოკვლევის მეთოდებს;
• მაგისტრს განუვითაროს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები.
გამოყენებით მათემატიკა წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობას, ვინაიდან გულისხმობს მაგისტრებისათვის მათემატიკის მეთოდების სხვადასხვა დარგში გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლებას და განვითარებას, რაც საშუალებას იძლევა კურსდამთავრებული დასაქმდეს სხვადასხვა პროფილის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საწარმოებში და სტრუქტურებში, სადაც გამოიყენება მათემატიკური მეთოდები პრაქტიკული ამოცანების კვლევის ჩასატარებლად, დასკვებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად. მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტში გამოყენებით მათემატიკის მიმართულებით ხორციელდება სამაგისტრო პროგრამები და მიმდინარეობს აქტიური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. სამაგისტრო პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრი შეიძენს, როგორც მათემატიკის საფუძვლიან ცოდნას ასევე მათემატიკური მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევებს, რაც განაპირობებს ამ მიმართულებით მომზადებული სპეციალისტების მრავალმხრივობას, სხვადასხვა სფეროში ადვილად ადაპტაციას და წარმოადგენს მყარ საფუძველს შრომით ბაზარზე მათი ადვილად და წამყვან პოზიციებზე დასაქმებისათვის. გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების განვითარება გან- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 საკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის და შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა როგორც დარგის, ასევე ქვეყნის განვითარებაში.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სფეროში:
▪ მათემატიკაში;
▪ სტატისტიკაში;
▪ ეკონომიკაში;
▪ ბიზნესსა და ადმინისტრირებაში;
▪ ფიზიკურ მეცნიერებებში;
▪ ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში;
▪ ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეში;
▪ ან ბაკალავრის ხარისხი დამატებითი სპეციალობით (მაინორი) „მათემატიკა“;
▪ ან 35 ECTS კრედიტი მათემატიკურ საგნებში;
• საერთო სამაგისტრო გამოცდა;
• გასაუბრება სპეციალობაში;
• ინგლისური ენის B 2 დონის მისაღები გამოცდა თსუ-ში ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი მოქმედი სერტიფიკატი:
▪ Cambridge English First Certificate (Band C, B, A);
▪ ან IELTS (Band 5,5 და ზევით);
▪ ან TOEFL (Internet-based - 65 და ზევით);
▪ ან TOEFL (Paper-based - 513 და ზევით).
მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით მათემატიკაში შეიძლება დასაქმდეს
• შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;
• საბანკო და საფინანსო სფეროს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში;
• სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა და ფირმებში, რომლებიც თავის საქმიანობაში იყენებენ მათემატიკურ მოდელირებას.