
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: მათემატიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი მათემატიკაში,
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები/კოორდინატორი:
ასოც. პროფესორი თეიმურაზ ახობაძე, პროგრამის კოორდინატორი;
პროფესორი მ. ბაკურაძე;
ასოც. პროფესორი ჯ.როგავა.

პროგრამის მიზანი
- მისცეს მაგისტრს თანამედროვე მიღწევათა შესაბამისი საფუძვლიანი განათლება მათემატიკაში;
- გამოუმუშავოს მას სამეცნიერო კვლევისა და სხვადასხვა მათემატიკურ პრობლემათა გადაჭრის მეთოდების გამოყენების უნარი.
- ხელი შეუწყოს მათემატიკის როგორც დარგის განვითარებას და ამ დარგში შემოქმედებით-ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბაკალავრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სფეროში:
o მათემატიკაში
o სტატისტიკაში
o ეკონომიკაში
o ბიზნესსა და ადმინისტრირებაში
o ფიზიკურ მეცნიერებებში
o კომპიუტერულ მეცნიერებებში ან ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიებში
o ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეში
o ან ბაკალავრის ხარისხი დამატებითი სპეციალობით (მაინორი) „მათემატიკა“
o ან 35 ECTS კრედიტი მათემატიკურ საგნებში
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- ზეპირი გამოცდა სპეციალობაში
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის შესაბამისი), ან საერთაშორისო დონეზე აღიარებული ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი

მეცნიერების მაგისტრი მათემატიკაში შეიძლება დასაქმდეს
- შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;
- საბანკო და საფინანსო სფეროს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში;
- სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა და ფირმებში, რომლებიც თავის საქმიანობაში იყენებენ მათემატიკურ მიდგომებს.