საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება:გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები:
ნინო ინასარიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
ნინო არჩვაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
პროგრამის მიზანი:
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია წვლილი შეიტანოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებაში ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, კერძოდ:
- მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მულტიდისციპლინურ დარგში, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკლავრიატის) სტანდარტებს;
- უზრუნველყოს სტუდენტებში როგორც დარგობრივი თეორიული ცოდნა/გაცნობიერების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ასევე ზოგადი, ტრანსფერული უნარების განვითარება;
- ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნას, განვითარებასა და გავრცელებას;
- შესძინოს სტუდენტს განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გაგრძელებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები;
- ხელი შეუწყოს სტუდენტის პიროვნულ განვითარებას (მაგ., საკომუნიკაციო უნარების განვითარება, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა);
- მოამზადოს ისეთი სტუდენტი, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენციები უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება კონკურსანტებს ენიჭებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ,
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების შესაძლო დასაქმების სფეროებია:
საბაკალავრო პროგრამის – “გამოყენებითი ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია” კურსდამთავრებულებს დასაქმების ფართო არეალი აქვთ:
- ჯანდაცვის, კვების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა მომიჯნავე პროფილის საწარმოები;
- უნივერსიტეტები, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
- კლინიკურ - სადიაგნოსტიკო ცენტრები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
- ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახურები;
- ფარმაკოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიები;
- კვების მრეწველობისა და სასოფლო სამეურნეო პროფილის კომპანიები;
- სურსათის წარმოების, მომარაგებისა და გაყიდვის სამსახურები;
- სანიტარული უსაფრთხოების სამსახურები;
- სურსათის უვნებლობის სამსახურები;
- აგრო–წარმოების მოწყობის სამსახურები;
- გარემოს დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
- დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი. ეროვნული პარკები და ნაკრძალები, ზოოპარკები და ბოტანიკური
- ბაღები;
- სახელმწიფო/კერძო კვლევითი და საკონსულტაციო სამსახურები;
- მარეგულირებელი და საკონსულტაციო სტრუქტურები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (საჯარო და საერო სკოლები)
- კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურაში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბიოლოგიის, სოფლის მეურნეობის, კვების, ფარმაცევტული, ტოქსიკოლოგიური და სხვა მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებით.
- კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ „განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო პროგრამაზე და/ან მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის შემდგომ დასაქმდნენ საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის პოზიციაზე.