ყურადღება!
სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი კარგავს პროგრამულ დაფინანსებას. სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში დაფინანსების საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში თუ პროგრამაზე იქნება ვაკანტური ადგილი. გთხოვთ გაითვალისწინეთ!
პროგრამის სახელწოდება
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამის ავტორები
ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
განათლების მაგისტრი/ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგანთა ჯგუფის მასწავლებელი
სწავლების ენა
ქართული ენა
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დაწყებითი განათლების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება, რომელიც ფლობს I - IV კლასების ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივ კომპეტენციებს, დამატებით V - VI კლასის ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველებიდან ერთ-ერთს, ორს ან ყველა საგნის კომპეტენციას;
პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა:
- მიიღოს ცოდნა დაწყებითი საფეხურის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- მიიღოს ცოდნა დაწყებითი საფეხურის ეროვნულო სასწავლო გეგმაში გაწერილ საგნობრივ დისციპლინებში, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შეძლოს პედაგოგიკურ/ფსიქოლოგიური ცოდნის საგნობრივ ცოდნასთან ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.
- პროგრამა უზრუნველყოფს მომავალი მასწავლებლის მსოფლმხედველობის ფორმირებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას, ინტელექტუალურ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას;
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდები.
- საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე;
- პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს თსუ სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
ცოდნა და გაცნობიერება
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული პედაგოგიკურ/ფსიქოლოგიური დისციპლინების მოდულში გაწერილი საკითხები;
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ მოდულში გაწერილი საკითხები;
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული მათემატიკის საგნობრივ მოდულში გაწერილი საკითხები;
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ბუნებისმეტყველების საგნობრივ მოდულში გაწერილი საკითხები;
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა მოდულში გაწერილი საკითხები;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, კონკრეტული სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის ძირითადი მიზნებისა და ორიენტირების განსაზღვრა და გადაჭრის გზების დასახვა;
- სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში პედაგოგიკის ძირითადი ცნებების მიზნობრივად გამოყენება;
- მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული გარემოს ფორმირება, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;
- სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში სსსმ მოსწავლის ინკლუზიის სწორად განხორციელება;
- საგნობრივ მოდულებში წარმოდგენილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზაცია;
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და საკვალიფიკაციო ნაშრომის შექმნა;
- უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
დასკვნის უნარი
- სასწავლო პროცესში პრობლემის განსაზღვრა, ანალიზი და გადაწყვეტის გზების დასახვა;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების სრულყოფისათვის საკუთარ სამუშაო სფეროში ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და დასკვნის გაკეთება;
- კოლეგებთან ერთად სპეციალური კვლევითი საქმიანობების დაგეგმვა, განხორციელება და პრაქტიკაში გამოყენება;
- თვითშეფასების, კოლეგებისაგან, დირექციისაგან, მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან მიღებული უკუკავშირისა და მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზის საფუძველზე საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზი - ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
კომუნიკაციის უნარი
- სხვათა აზრებისა და არგუმენტების მოსმენა და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია;
- პროფესიულ და არაპროფესიულ საზოგადოებასთან დისკუსია;
- პროფესიული საქმიანობისა და პრობლემების შესახებ წერილობითი დოკუმენტაციის წარმოება;
- თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება;
- კულტურათაშორისი დიალოგი.
სწავლის უნარი
- მოცემულ დისციპლინაში ახალი მასალის მოძიებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
- საკუთარი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრის, განვითარების გზებისა და საშუალებების მოძიებისა და განხორციელების უნარი;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებების გაცნობიერებისა და რეცეფციის უნარი
ღირებულებები
- მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრება და განვითარება;
- მოსწავლის პიროვნების, მისი ინდივიდუალური თავისებურებების პატივისცემა და აღიარება;
- მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების პატივისცემა;
- მოსწავლეებისადმი ობიექტური და თანასწორი დამოკიდებულება;
- პროფესიულ-ეთიკური ღირებულებების დაცვა;
- პროფესიული მუშაობის წარმართვა განათლების სისტემის სახელმწიფო სამართლებრივი რეგულაციების დაცვით;
- სასწავლო პროფესიული გარემოს განვითარების მოტივაცია, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან მოსწავლეებთან, მშობელთა საზოგადოებასთან და თემთან თანამშრომლობითი დამოკიდებულება
- პროფესიული საქმიანობისა და პრობლემების შესახებ წერილობითი დოკუმენტაციის წარმოება;
- თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება;
- კულტურათაშორისი დიალოგი
სწავლის უნარი
- მოცემულ დისციპლინაში ახალი მასალის მოძიებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
- საკუთარი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრის, განვითარების გზებისა და საშუალებების მოძიებისა და განხორციელების უნარი;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებების გაცნობიერებისა და რეცეფციის უნარი
ღირებულებები
- მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრება და განვითარება;
- მოსწავლის პიროვნების, მისი ინდივიდუალური თავისებურებების პატივისცემა და აღიარება;
- მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების პატივისცემა;
- მოსწავლეებისადმი ობიექტური და თანასწორი დამოკიდებულება;
- პროფესიულ-ეთიკური ღირებულებების დაცვა;
- პროფესიული მუშაობის წარმართვა განათლების სისტემის სახელმწიფო სამართლებრივი რეგულაციების დაცვით;
- სასწავლო პროფესიული გარემოს განვითარების მოტივაცია, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან მოსწავლეებთან, მშობელთა საზოგადოებასთან და თემთან თანამშრომლობითი დამოკიდებულება
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის (I - VI კლასების) შესაბამისი საგნის (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება), I - IV კლასების საგნობრივი ჯგუფის (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მასწავლებელი (პროფესიით მუშაობის დაწყება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად).
- კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ დასაქმდნენ განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში