Title of the Program: BA Program in History
Awarded qualification/degree: BA in History
Program is carried out by Institute of Georgian Histroy
Program coordinator: Professor Tedo Dundua, Professor Levan Gordeziani, Professor Teimuraz Papaskiri, Professor Murman Papashvili.
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა „ისტორია“ სამართალმემკვიდრეა იმ საისტორიო პროგრამებისა, რომლებიც მოქმედებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღიდან მისი დაარსებისა. სწორედ ამ პროგრამებით განათლებამიღებულებმა შეძლეს უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა როგორც ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების საქმეში, ასევე, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საბაკალავრო პროგრამა „ისტორიის“ მიზანია, მისცეს მომავალ ბაკალავრებს საფუძვლიანი და ღრმა ცოდნა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ყველა პერიოდის (უძველესი დროიდან დღემდე) შესახებ. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტებისათვის მრავალმხრივი ისტორიული განათლების მიცემას (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ისტორიის ცოდნას). ისტორიის სხვადასხვა სფეროებთან, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებთან და რეგიონებთან დაკავშირებული სავალდებულო და არჩევითი კურსები მომავალ ბაკალავრებს ასწავლის ისტორიული პროცესების გააზრებას, ფაქტობრივი მასალის გაანალიზებას, ისტორიული ეპოქების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრას, გაარკვევს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული განვითარების სპეციფიკაში. პროგრამის მიზანს ასევე შეადგენს ისტორიის კვლევის ისტორიის შესწავლა; ისტორიის კვლევის სამეცნიერო მეთოდების, სხვადასხვა მიდგომებისა და სპეციფიკის გაცნობიერება.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ისტორიის ბაკალავრს აქვს წარსულის ზოგადი დიაქრონული ჩარჩოს ცოდნა; ნაციონალური ისტორიის ცოდნა; ევროპის და აზიის ისტორიის ცოდნა შედარებითი პერსპექტივისათვის; მსოფლიო ისტორიის ცოდნა; თანამედროვე ისტორიული კვლევისა და მსჯელობის ხასიათის ცოდნა; ისტორიული ხედვების განსხვავებულობის გაცნობიერება სხვადასხვა პერიოდსა და კონტექსტში; ზოგად-საისტორიო მეთოდოლოგიის ცოდნა;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ისტორიის ბაკალავრს გააჩნია ქართულ ენაზე სამეცნიერო წერის უნარი; ფლობს ინფორმაციის მოძიების საშუალებების ცოდნას; შეუძლია ბიბლიოგრაფიული, საარქივო ინვენტარის მოხმარება, იცის ევროპული, კლასიკური (ან აღმოსავლური) ენები აკადემიური მიზნებისთვის;
დასკვნის უნარი: ისტორიის ბაკალავრს შეუძლია დღევანდელ მდგომარეობასა და წარსულს შორის კავშირის კრიტიკული აღქმა; აქვს ტექსტებისა და დოკუმენტების შეჯამების უნარი; მრავალმხრივი მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით.
კომუნიკაციის უნარი: ისტორიის ბაკალავრს შეუძლია ქართულ ენაზე კომუნიკაცია სათანადო ტექნიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენებით; აქვს დისციპლინის კანონების მიხედვით კვლევის შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემის უნარი; კვლევის შედეგების წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი, სამეცნიერო დისკუსიის წარმოების უნარი.
სწავლის უნარი: ისტორიის ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ტექსტებისა და დოკუმენტების კითხვისა და ციტირების უნარი; მრავალმხრივი მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი; საკუთარი სწავლის პროცესის შეფასების უნარი.
ღირებულებები: ისტორიის ბაკალავრს შეუძლია განსხვავებული აზრის პატივისცემა; განსხვავებული კულტურების პატივისცემა; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა და პატივისცემა; ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისება; აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვა.
დასაქმების სფეროები
ისტორიის ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს არქივში, მუზეუმში, ბიბლიოთეკაში, ტურიზმისა და ჟურნალისტიკის სფეროში, ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში მასწავლებლებად (პედაგოგიკის დამატებით პროგრამად არჩევისა და მასწავლებლების სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში), უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დამხმარე პერსონალის თანამდებობებზე. მას შეუძლია შეასრულოს ისტორიკოს-ექსპერტის ფუნქცია სხვადასხვა დაწესებულებაში (პერიოდული გამოცემების რედაქციებში, ტელე-რადიო კომპანიებში). მას აქვს პერსპექტივა იმუშაოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ (მათ შორის, სამთავრობო უწყებებში, საელჩოებში და ა.შ.) და საერთაშორისო სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო სექტორში.