Train urbanism researchers in line with modern standards to help them solve pressing problems of civic development; to ensure intellectual growth of the PhD student in line with internationally recognized standards; to ensure the approximation of academic and research resources; to intensify scientific work and raise research quality; to participate in the international scientific space; and to create and promote new knowledge in the field.
PhD students will acquire knowledge, ‘tools’ and methods for working as an informed professional familiar with modern tendencies in such spheres of civic development/urbanism when it is necessary to be aware of modern technologies and have a socially relevant vision. PhD students will acquire a comprehensive academic and professional understanding of urban space to enable them to properly realize and evaluate ongoing urban processes, to plan, arrange and manage urban territory and socio-economic environment.
The program will help graduates conduct comprehensive research, develop and implement projects, as well as expertise projects and planning documents in the sphere of urban development, in terms of socio-economic and spatial functioning of the cities. They will use interdisciplinary integrated approaches in terms of evaluating and solving the challenges facing modern cities; develop appropriate skills to synthesize knowledge about physical environment of the city and forms of urban development (architecture, landscape architecture and planning) with important urban components, such as geography, ecology, economy, sociology and population demography.
PhD program: Urbanism
Qualification: Doctor of Urbanism
Program implementation unit: The Faculty of Social and Political Sciences
Program supervisors: Professors Ioseb Salukvadze and António Castel-Branco
Language of instruction: Georgian
Duration: 6 semesters
ECTS 180 credits
Research component: 120 ECTS
Compulsory field credits: 40 ECTS
Elective field credits: 20 ECTS
ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის (განაცხადის/აპლიკაციის) შემოტანის უფლება აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული ხარისხის) მქონე პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში, ქალაქმშენებლობაში, საზოგადოებრივ გეოგრაფიაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, ლანდშაფტების შემსწავლელ მეცნიერებაში.
კანდიდატს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული უნდა ქონდეს საერთო ჯამში არანაკლებ 300 ECTS კრედიტისა.
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური სამეცნიერო ენისარანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება(შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენა). იმშემთხვევაში, თუდოქტორანტისამეცნიეროკვლევისემპირიულბაზადირჩევსინგლისურენასამუცხოურიენის C1 დონეზე ცოდნის დადასტურება.
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის (შესაბამისი ქვედარგის ხელმძღვანელის) თანხმობა;
გასაუბრების შედეგების მიხედვით დოქტორანტურაში მიმღები კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაცია.
ურბანისტიკის დოქტორი სიღრმისეულად ფლობს ამ დარგში გამოყენებულ თეორიულ და კვლევით მეთოდებს. იცისდარგისგანვითარებისძირითადი კანონზომიერებები, კლასიკურიდაუახლესიკონცეფციები; შეუძლია დარგის ახალი სამეცნიერო-ტერმინოლოგიური აპარატით ოპერირება.შეუძლია დარგის კვლევის მეთოდების და გამოყენებითი ასპექტების აქტუალიზება.
სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს სრული ინფორმაცია მისი კონკრეტული სამეცნიერო საკითხების/პრობლემატიკის სფეროში არსებული მდგომარეობისა და უახლესი მიღწევების შესახებ.
აქვს ფუნდამენტური ცოდნა და უნარები, რაც უზრუნველყოფს მის დასაქმებას ურბანისტიკის დოქტორისათვის შესაბამის პოზიციაზე. სიღრმისეულად ფლობს კვლევის თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და დამუშავების მეთოდებს. ურბანისტიკის დოქტორს აქვს სამეცნიერო ჯგუფის ლიდერისათვის საჭირო ჩვევები; იცნობს სამეცნიერო კვლევისა და განვითარების ხელშემწყობი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მუშაობის პრინციპს და საგრანტო პროექტების, სამეცნიერო პუბლიკაციების შედგენის საკვანძო მომენტებს. ფლობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საშუალებით სწავლების პროცესის წარმართვის უნარს და ელექტრონული სწავლების საფუძვლებს. მონაწილეობს ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. კურსდამთავრებულმა იცის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ძირითადი პროცესები, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის არსი, ბოლონიის პროცესის მახასიათებლები და მისი ძირითადი ამოცანები, საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების ძირითადი პრინციპები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნები; ფლობს უმაღლეს სკოლაში სწავლების მეთოდების საფუძვლებს, აცნობიერების მის მიზნებსა და შედეგებს.
ურბანისტიკის დოქტორს შეუძლია დასახოს საქალაქო განვითარების სფეროში კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზები, მას შეუძლია შეიმუშავოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები, მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული. შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს დარგობრივი კვლევათანამედროვე სამეცნიერო კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებით; შექმნას მეცნიერული ღირებულების მქონე საკვალიფიკაციო ნაშრომი და პუბლიკაციები; შეძენილი ცოდნა და კომპეტენციები წარმატებით გამოიყენოს პრაქტიკაში - საველემუშაობისას, კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის, სამეცნიერო დაწესებულებასა თუ უნივერსიტეტში მუშაობისას. შეუძლიაწარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან; შეუძლია გააანალიზოს და კრიტიკულად შეაფასოს როგორც თავისი, ასევე სხვათა სამეცნიერო საქმიანობის შედეგები; შეუძლიაარა მარტო შეიძინოს და დააგროვოს ცოდნა, არამედ სხვებსაც გადასცეს იგი; შეუძლიაკვალიფიციურად მოამზადოს ურბანისტიკის დარგის ცალკეული სფეროების სასწავლო-მეთოდური მასალები; შეუძლია ურბანისტიკასა და მის მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებში მიღებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგების პროფესიული ექსპერტიზა და განზოგადება, შეუძლია სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელობა და ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობაში მონაწილეობა და მისი კოორდინირება.
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, მოხსენება, რეცენზია და სხვ.) შექმნის, მათი შეფასებისა და პრეზენტაციის უნარი; შეუძლია სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება მაღალრეიტინგული რეფერირებადი გამოცემებისათვის. კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, რეცენზია და სხვ.) ადეკვატური ლექსიკითა და ენობრივი სტილის გამოყენებით შექმნის, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გაფორმების, პრეზენტაციის, მათი შეფასების, რეცენზირებისა და აკადემიური ფორმით არგუმენტირების უნარი. შეუძლია ელექტრონული სწავლების საფუძვლების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის კვლევა/სწავლებაშიდანერგვა. შეუძლია სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პროექტების შემუშავება ან/და დახვეწა პოტენციური პარტნიორებისა და დონორებისათვის მისაღები ფორმის მისაცემად. შეუძლია სილაბუსის და საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შემუშავება და შეფასება ბოლონიის პროცესის, ევროპული სტანდარტების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით; შეუძლია სწავლების თანამედროვე სტრატეგიების პრაქტიკულად განხორციელება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მთავარი პრინციპებისა და კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა; სწავლების ინტერაქტიური მეთოდების წარმატებით გამოყენება; შეუძლია შეადგინოს სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-აღმზრდელობითი პროგრამები/პროექტები და სხვ.
ურბანისტიკის დოქტორს შეუძლია დარგობრივი კვლევის შეჯამება, ყველა არგუმენტის ინტეგრაციით ლოგიკური, ნათლად ჩამოყალიბებული დასკვნის გამოტანა; მონაცემების კრიტიკული და ღრმაანალიზი, სათანადოდ შეფასება და ამ შეფასების დასაბუთება; რთული და არაერთმნიშვნელოვანი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება; სწორი, სტრატეგიულიდა ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.
ურბანისტიკის დოქტორს შუძლია წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია მშობლიურ და უცხო ენაზე. შეუძლია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან პროფესიული კომუნიკაცია, დარგისადამის მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებში მიღებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგების პროფესიული კომენტირება და განზოგადება, კვლევის შედეგების სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან სათანადოდ წარმოჩენა; პროფესიული ამოცანების გადაჭრის მიზნით საკომუნიკაციო სტრატეგიების, ტაქტიკისა დარიტორიკის კანონების ადეკვატურად გამოყენება; დარგის მეტაენითოპერირება და წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან.
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, მოხსენება, რეცენზია და სხვ.) შექმნის, მათი შეფასებისა და პრეზენტაციის უნარი; შეუძლია სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება მაღალრეიტინგული რეფერირებადი გამოცემებისათვის;
მას შეუძლია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ზეპირი მოხსენებების გაკეთება, დისკუსიებში მონაწილეობა, აქვს საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წამოყენების უნარი;
აქვს სამეცნიერო პროექტების დაგეგმვისა და წარმართვისთვის აუცილებელი პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
შეუძლია არქეოლოგიის, პალეოანთროპოლოგიის და პალეონტოლოგიის საინტერესო საკითხების ფართო საზოგადოებისათვის პოპულარულ ენაზე მოწოდება.
ურბანისტისკის დოქტორს აქვს დარგის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც მას ხელს უწყობს, დამოუკიდებლად დაგეგმოს და მართოს სწავლის და საკუთარი პროფესიული განვითარების პროცესი. იგი აცნობიერებს უწყვეტი განათლების მნიშვნელობას და შეუძლია დარგში არსებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და სინთეზი, პრობლემის იდენტიფიცირება, სამეცნიერო სიახლეებისა და მიმუდმივად თვალის მიდევნება და კვლევაში მათი ინტეგრირების უნარი; შეუძლია მომიჯნავე მეცნიერებების კვლევის მეთოდებისა და ახალი აღმოჩენების კომბინირება, საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო პროფილის შეცვლა და ახალ ვითარებასთან ადაპტირება.
ურბანისტიკის დოქტორს აქვს მაღალი სოციალური და დემოკრატიული ფასეულობები,პატივს სცემს კულტურათა მრავალფეროვნებას, იცავს და ამკვიდრებს აკადემიური ეთიკის ნორმებს, რაც გულისხმობს: ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემას, სხვათა აზრის პატივისცემას, ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკის ნორმების დაცვას; მას შეუძლია ამ ღირებულებათა დამკვიდრების გზების ძიება.
ურბანისტები დასაქმდებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, ასევე არასამთავრობო დაწესებულებაში. მათ მიმართ მაღალია მოთხოვნა ქალაქ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მერიებში და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებში (მუნიციპალიტეტებში), ასევე შესაბამისი პროფილის სამინისტროებში (მაგ. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის) და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. მათი დასაქმება მოსალოდნელია უმაღლესსაგანმანათლებლოანკვლევითდაწესებულებებში; ასევე კერძო სექტორში უძრავი ქონების, არქიტექტურის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარებით საქმიანობაში მონაწილე კომპანიებში; ურბანულ და მიწათსარგებლობის სფეროში მოქმედ საერთაშორისოსააგენტოებსა და სამოქალაქო სექტორში (არასამთავრობო ორგანიზაციები).