სადოქტორო პროგრამის დასახელება: ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
დადგენილების ნომერი №133 (დანართი №269)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ნოდარ ბელქანია; პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი (ზალცბურგი, ავსტრია)
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების სფეროს განვითარება აკადემიური პერსონალის მომზადებით, რათა მათ ხელი შეუწყონ საქართველოში კვლევის ამ მიმართულების პრაქტიკაში დანერგვას, სამეცნიერო დონეზე აყვანას და შემდგომ წინსვლას. პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზაციის განვითარების სფეროში არსებული ცოდნის გაღრმავებას, ახალი ცოდნის შექმნას და გამოცდილების დაგროვებას. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დოქტორანტების მაღალი რანგის მეცნიერებად, მკვლევარებად და პრაქტიკოსებად ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებმა, შესრულებული კვლევებით წარმოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზე გაიტანონ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელი ორგანიზაციული კულტურის, კონფლიქტების მოგვარების და მედიაციის თავისებურებანი საზღვარგარეთელი მეცნიერების და პრაქტიკოსების მოზიდვის მიზნით. აუცილებელია დოქტორანტებმა ხელი შეუწყონ საქართველოში ორგანიზაციის განვითარების კუთხით ჩატარებული კვლევების გავრცელებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო აკადემიურ წრეებში.
ორგანიზაციის განვითარების და კონსულტირების სადოქტორო პროგრამამ უნდა მოამზადოს უმაღლესი კვალიფიკაციის თანამედროვე პროფესიული, მომსახურეობითი და საწარმოო ორგანიზაციების განვითარების კონსულტანტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე პროგრამის მიზნებია:
დოქტორანტს მისცეს დარგის ფუნდამენტური ცოდნა;
სიღრმისეულად შეასწავლოს კვლევის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მეთოდები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები;
განუვითაროს მას დამოუკიდებლად სწავლისა და ახალი ცოდნის ათვისებისა და გათავისების, არჩეული სპეციალობის მიხედვით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებისა და წარმართვის, აგრეთვე სამეცნიერო გამოკვლევის შესრულების უნარი;
ხელი შეეწყოს დოქტორანტს, გააცნობიეროს საკუთარი გზა მეცნიერებაში;
გამოუმუშაოს მას წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
მოამზადოს იგი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებისათვის.
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა;
უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის (შესაბამისი ქვედარგის ხელმძღვანელის) თანხმობა;
გასაუბრება სპეციალობაში; გასაუბრებაზე ასევე შეფასდება სადოქტორო კვლევითი პროექტის (პროსპექტუსი) გეგმა, რომელსაც წარმოადგენს დოქტორნატურაში ჩაბარების მსურველი (იხ. დანართი №1).
კურდამთავრებული ფლობს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნას და შეუძლია მისი ეკონომიკური, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტების გააზრება–გაცნობიერება; ორგანიზაციათა სტრუქტურისა და დინამიკის, ასევე ორგანიზაციებში ადამიანური ფაქტორის და მისი როლის გაცნობიერება; ორგანიზაციის ელემენტებზე დაკვირვება და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული ანალიზი, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე); ფლობს არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფსების გზით, ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერების უნარს; იცის სადოქტორო თემის ირგვლივ ინტეგრაციული ცოდნის მოპოვება და გენერირება, მას შეუძლია იმ ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული.
სტუდენტს შეუძლია ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დანერგვა, განხორციელება და ზედამხედველობა; ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და ასახულია საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში; ფლობს ორგანიზაციის განვითარების სფეროში დამოუკიდებელი სამუშაოების ჩატარების უნარს; შეუძლია კურიკულუმების შედგენა; სასწავლო პროცესის წარმართვა და სწავლება; არსებული ცოდნის გაფართოება და ახალი საკონსულტაციო მეთოდების შექმნა და ამ ცოდნის სხვებისთვის გადაცემა; სადოქტორო თემის ირგვლივ ინტეგრაციული ცოდნის მოპოვება და გენერირება. სიტუაციის დამოუკიდებლად გაანალიზება, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემის გადაჭრა; შეუძლია ორგანიზაციისთვის აუცილებელი ინოვაციის – ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების დანერგვა საქართველოში.
კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, რეცენზია და სხვ.) შექმნის, მათი შეფასებისა და პრეზენტაციის უნარი. შეუძლია ელექტრონული სწავლების საფუძვლების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის კვლევა/სწავლებაში დანერგვა. შეუძლია სამეცნიერო კვლევების შეფასება და კვლევის შედეგების სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან სათანადოდ წარმოჩინა, სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პროექტების შემუშავება ან/და დახვეწა პოტენციური პარტნიორებისა და დონორებისათვის მიმზიდველი ფორმის მისაცემად. შეუძლია სილაბუსის და საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შემუშავება და შეფასება ბოლონიის პროცესის, ევროპული სტანდარტების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით; შეუძლია სწავლების თანამედროვე სტრატეგიების პრაქტიკულად განხორციელება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მთავარი პრინციპებისა და კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა; სწავლების ინტერაქტიური მეთოდების წარმატებით გამოყენება; შეუძლია შეადგინოს სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-აღმზრდელობითი პროგრამები/ პროექტები და სხვ.
შეუძლია საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე ორგანიზაციის განვითარების სფეროს სამეცნიერო საზოგადოებასთან უახლესი სამეცნიერო მიღწევების გარკვევით და დასაბუთებულად წარმოჩენა; ახალი რთული და წინააღმდეგობრივი იდეების კრიტიკული ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრისათვის საჭირო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
შეუძლია ორგანიზაციის განვითარების და კონსულტირების სფეროში ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირის დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა როგორც ვერბალურად, ასევე წერილობითი სახით; ასევე ადგილობრივ თუ საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე. შეუძლია კრიტიკის მიღება და პატივს სცემს განსხვავებულ აზრს. პროფესიული ამოცანების გადაჭრის მიზნით შეუძლია საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და ტაქტიკის და რიტორიკის კანონების ადეკვატურად გამოყენება.
აქვს ორგანიზაციის განვითარების და კონსულტირების სფეროს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული ცოდნა. ახალი შეხედულებების გაცნობის გზების, შესწავლის, ათვისების და ახალი ცოდნის შექმნის უნარი. უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე აქვს ახალი იდეების/პროცესების გენერირების შესაძლებლობა. აქვს განვითარების და თვითგანვითარების მზაობა, სწავლის და პროფესიული საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში. შეუძლია დამოუკიდებლად წარმართოს სწავლის და სწავლების პროცესი.
შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად საჭირო მეთოდების შემუშავება; პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა; განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა; სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციისთვის საჭირო ინტერპერსონალური კომუნიკაციების ფლობა. აქვს ტოლერანტობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა კოლეგებთან ურთიერთობისას. მოქმედებს სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით. შეუძლია კრიტიკულად მიუდგეს არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც.
უმაღლესი სასწავლებლები, კოლეჯები, საჯარო და კერძო სკოლები, სკოლისგარეშე დაწესებულებები, სამეცნიერო–კვლევითი ცენტრები, სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები, კომპანიები, ფონდები, ორგანიზაციები, ბიბლიოთეკები, არქივები, ლიტერატურული მუზეუმები, გამომცემლობები, მასმედია, ტურისტული კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ.