სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: პოლიტიკის მეცნიერება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
დადგენილების ნომერი №32535 (დანართი №63)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კურსები - 60 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი
სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები - 20 ECTS კრედიტი
თავისუფალი სასწავლო კურსები -10 ECTS კრედიტი
პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
პოლიტიკის მეცნიერება - საგამოცდო საკითხები
პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
სტუდეტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა პოლიტიკის მეცნიერებაში, შესაბამისად მის სუბდისციპლინებში, რათა მან შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა დარგის განვითარებასა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში;
პასუხისმგებლიანი და მოტივირებული დარგის სპეციალისტის მომზადება, რომელსაც აქვს დარგობრივი ცოდნისა და კომპეტენციების დემონსტრირების უნარი, რასაც ის ავლენს დასაქმების ადგილას კონკრეტული პოზიციის ფარგლებში;
მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების ღრმა, სისტემური და ინოვაციური ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით პოლიტიკის მეცნიერების რომელიმე სუბდისციპლინაში კვლევის დამოუკიდებლად ორგანიზება და ჩატარება; პოლიტიკის მეცნიერებაში ახალი, ინოვაციური იდეების შექმნა და საკუთარი წვლილის შეტანა დარგის განვითარებასა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში.
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (დამადასტურებელი, ინგლისური ენის B2 დონე, სერთიფიკატი ან გასაუბრება) - 20 % (გასაუბრება);
წერითი გამოცდა სპეციალობაში - 80 %
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „პოლიტიკის მეცნიერება“ შესაძლებელია შიდა ან/და გარე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროგრამაზე ჩარიცხვა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.1 სისტემურად აღწერს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში არსებულ ძირითად თეორიულ მიმართულებებსა და დილემებს;
1.2 აცნობიერებს რა თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებისა და მისი ცალკეული მიმართულებების ინტერესისა და გავლენის სფეროებს, განმარტავს აქტუალურ საკითხებს უახლესი თეორიების საფუძველზე.
1.3 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდოლოგიის ბუნებასა და შეზღუდვებს.
2.1 სხვადასხვა პოლიტიკური პროცესისა და მოვლენის განხილვისას, კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს;
2.2 კრიტიკულად მიმოიხილავს, აჯამებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერების რომელიმე სუბდისციპლინაში არსებულ დარგობრივ ლიტერატურას;
2.3 დამოუკიდებლად იძიებს, აორგანიზებს, აღწერს და ინტერპრეტირებს პირველად და მეორეულ, რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს
2.4 დამოუკიდებლად ირჩევს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებისთვის აქტუალურ საკვლევ საკითხს, განსაზღვრავს და არგუმენტირებულად ასაბუთებს შერჩეული კვლევის მეთოდოლოგიასა და თეორიულ ჩარჩოს, აგებს კვლევის დიზაინს, აორგანიზებს და ატარებს საველე სამუშაოებს, გამოკვეთს მისი კვლევის ღირებულებას დარგის განვითარების თვალსაზრისით;
3.1 აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით, უახლესი ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად ამზადებს საკვალიფიკაციო ნაშრომს და ეფექტურად, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, წარადგენს ზეპირ პრეზენტაციას;
3.2 დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ეთიკური პრინციპების დაცვით, იყენებს საკუთარ ან/და სხვის აკადემიური ნაშრომის მიგნებებს.
- საჯარო სექტორი (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის დაწესებულებები);
- არასამთავრობო ორგანიზაციები;
- საერთაშორისო ორგანიზაციები;
- კვლევითი ცენტრები;
- პოლიტიკური პარტიები;
- კერძო სექტორი.