BA program: Journalism and Mass Communication (Georgian-Russian)
Qualification: Bachelor of Social Science
Program supervisor: Associate Professor Khatuna Maisashvili
Language of instruction: Georgian (with Russian-language components)
Duration: 8 semesters
ECTS 240 credits
Train media and communication specialists in line with modern professional requirements in the fields of journalism, public relations and advertising businesses.
პროგრამაზე მიღება ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და თსუ-ს წესდებით გათვალისწინებული წესებითა და პირობებით.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების შერჩევის წესი განისაზღვრა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 2017 წლის 25 მაისს (ოქმი #3)
სწავლების შედეგების მიხედვით ბაკალავრი მიიღებს შემდეგ საბაზო ცოდნას, გამოუმუშავებს შემდეგ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს:
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა იცის:
- კომუნიკაციათმცოდნეობის საფუძვლები;
- მედიის საფუძვლები;
- საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა საფუძვლები;
- მედიური სტრუქტურებისა და ორგანიზაციების რაობა.
- კომუნიკაციის თეორიები;
- მედიაეკონომიკა და მედიური სტრუქტურების მართვა;
- მედიაკვლევები;
- მედიის სპეციალისტის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის პროფესიული სტანდარტები და ეთიკის კოდექსები;
- პროფესიული ტერმინოლოგია სახელმწიფო და ორ უცხო ენაზე (რუსული, ინგლისური).
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:
- პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის გამოყენება კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ჟურნალისტიკასა და PR-ში;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ეთიკასა და კანონმდებლობაში;
- თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
დასკვნის, კომუნიკაციის და სწავლის უნარები
- პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს/შეუძლია:
- სამუშაოს შესრულების უნარი და შესაძლებლობა ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად.
- სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი.
- ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარი.
- ზოგადი ეთიკის პრინციპების დაცვა მიზნების განსაზღვრისა და მიღწევისას.
- პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის სრულყოფის უნარი უწყვეტი განათლების პროცესში.
- გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის კისრების უნარი.
- თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
- ახალი მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზების უნარი ახალი ცოდნის მიღების მიზნით.
- საკომუნიკაციო უნარების განვითარების შესაძლებლობების გამოყენება.
- პროფესიული ეთიკის მოთხოვნების გაგება მის-ის თითოეული ტიპისა და ჟანრის მიხედვით.
- თითოეული ჟურნალისტური ჟანრისთვის დამახასიათებელი ენის, დისკურსის გამოყენების უნარი.
- ახლად შეძენილი ცოდნის გამოყენება ინფორმაციის შეგროვების, შერჩევის, დამუშავებისა და წარდგენის პროცესში.
- მონაცემთა ბაზის შექმნა ინფორმაციის წყაროებისთვის.
- საკუთარი კომპეტენტურობის ხარისხის განსაზღვრა ამოცანების, მოვალეობებისა და სტატუსის შესაბამისად.
- ინფორმაციის წყაროებისა და ინფორმაციის შეგროვების ცალკეული მეთოდების კრიტიკული შეფასების უნარი; ინფორმაციის მრავალფეროვნების პრინციპის პატივისცემა.
- იმ კანონებისა და დებულებების დაცვა, რომლებიც არეგულირებენ ჟურნალისტის საქმიანობას მის-ში, პროფესიული ქცევის კოდექსის დაცვა.
- მედიაკონტენტის წარმოების გაგება, მასში წვდომა, აგრეთვე თეორიული ცოდნის გამოყენებისა და ინტერპრეტაციის უნარი.
- მედიაკონტენტის ახალი ფორმატების შექმნის უნარის განვითარება - მედიატექნოლოგიებისა და შინაარსის განვითარების კვალად.
- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამაუწყებლო პლატფორმის ტიპის შესაბამისად.
- მაუწყებლობის ყველა პლატფორმაზე მუშაობის უნარი: პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში, ინტერნეტში.
- დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენება სახელმწიფო და მინიმუმ ორ უცხო ენაზე.
ღირებულებები:
ბაკალავრი მოწოდებულია წარუდგინოს საზოგადოებას ღირებული და გადამოწმებული ინფორმაცია, იხელმძღვანელოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით, დემოკრატიული ღირებულებებით და დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები
კურსადმათავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ მედიის ყველა სახეობაში; ორგანიზაციებში, რომელთა პროფილი არის საზოგადოებასთან ურთიერთობა და რეკლამა; სარეკლამო სააგენტოებში, პრესცენტრებში, მედიის კვლევით ორგანიზაციებში და სხვ.