Title of the Program: American Studies
Awarded qualification/degree: Bachelor of American Studies
Program is carried out by Institute of American Studies
Program coordinator: Professor Vasil Katcharava, Associate Professor Anastasia Zaqariadze
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ითვალისწინებს მისიით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციურ კვლევებსა და სწავლებას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
ამერიკისმცოდნეობა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი დარგია.
პროგრამა მხარეთმცოდნეობითია და წარმოადგენს სპეციფიკურ, დარგთაშორის სფეროს. იგი მიზნად ისახავს სფეროს მულტიდისციპლინარულობისა და დისციპლინებს შორის კავშირების შესწავლას მრავალი პერსპექტივიდან და მრავალ კონტექსტში.
სწავლების პროცესში სტუდენტი შეიძენს კონკრეტულ საბაზისო ცოდნას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით, სწავლება კონცენტრირდება სამი ძირითადი კლასტერის სახით: საზოგადოება, ისტორია, და პოლიტიკა, ლიტერატურა და კულტურა, ენა და საზოგადოება, რაც გულისხმობს ისტორიის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, აშშ სახელმწიფო მართვის სისტემისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების, ამერიკული ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის ისტორიისა და ხელოვნების, ეკონომიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის და სხვ., ძირითადი პრობლემების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტის ზოგადი მეთოდების ცოდნას. სტუდენტს პროგრამის ფარგლებში მიეცემა საშუალება დაეუფლოს ინგლისურ ენას და მიაღწიოს ენის ცოდნის B 2 საფეხურს. პროგრამის კურიკულუმის სავალდებულო და არჩევითი საგნების უდიდესი უმრავლესობა ორიენტირებულია გამოუმუშავოს სტუდენტს პროფესიული ინგლისური ენის ტერმინოლოგიური ლექსიკის ცოდნა. ამას ხელს უწყობს როგორც სწავლების მთელ პროცესის მსვლელობისას პრაქტიკულ ენასა და ინგლისურენოვან ლიტერატურაზე მუშაობა, ისე სწავლების მანძილზე დაგეგმილი ინგლისურენოვანი თეორიული კურსების მოსმენა.
სავალდებულო დისციპლიების გვერდით არსებული არჩევითი საგნების მრავალფეროვნება, აძლევს საშუალებას სტუდენტს გაიღმავოს საკუთარი ინტერესების სფერო ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა განზომილებების შესწავლის გზით. მას შეუძლია თემატური კონცენტრაციით ააგოს საკუთარი სასწავლო გეგმის დიზაინი სხვადასხვა მიმართულებებიდან, ისეთიდან როგორიცაა: ისტორია და დიპლომატია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, კომუნიკაცია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, თუ მითოლოგია, და სხვ. სტუდენტები დაასრულებენ პროგრამას კვლევითი პროექტით-საბაკალავრო ნაშრომით. რომელიც სრულდება მრავალფეროვანი დისციპლინების კლასტერიდან; მაგალითებად დავასახელებთ: რასობრივობა და ამერიკული ცხოვრების წესი, ხელოვნება და კულტურა მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში, პრაგმატიზმი ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაში, ამერიკის კონტინენტზე მოსახლე უძველესი ცივილიზაციები და თანამედროვე ამერიკა, რელიგია ამერიკულ ცხოვრებაში, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო უფლებები ამერიკაში, ხელოვანის ბედი ამერიკულ საზოგადოებაში და სხვ.
სტუდენტი შეიძენს ამერიკული იდეების/კონცეფციების, ამერიკული ინტეგრაციის, ამერიკული ინსტიტუტებისა და ამერიკული აზროვნებისა და ფასეულობების საწყისებში გარკვევის, გაგებისა და გაშუქებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარება იმ ზედაპირული და ხშირ შემთხვევაში უარყოფითი სტერეოტიპების დარღვევაში, რომლებიც მასიურ ცნობიერებაშია ჩამოყალიბებული.
ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებას; იგი სრულადაა ორიენტირებული სტუდენტზე, მისი პარადიგმა იმგვარადაა აგებული, რომ ამერიკული კულტურით, საზოგადოებითა და ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა გამოიყენოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ინტერდისციპლინურ გარემოში მუშაობის უნარები წარმატებით დასასაქმებლად სხვადასხვა საკარიერო პოზიციებზე. ამერიკისმცოდნეები, ფართო ერუდიციის მქონე ექსპერტები, პოლიტიკისა და დიპლომატიის, ისტორიისა და კულტურის მცოდნე სპეციალისტები, კურატორები, კოორდინატორები, საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორები, ტრენინგ-კოორდინატორები, მენეჯერები, ახალგაზრდულ პროგრამათა მენეჯერები, თარჯიმნები ესაჭიროება ქართულ სამთავრობო, თუ/და არასამთავრობო სექტორს, ამერიკულ-ქართული კომპანიებს, ფონდებსა და ორგანიზაციებს, ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, კულტურულ და მთარგმნელობითი ცენტრებს, ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს, მასმედიას. მრავალი ორგანიზაცია დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის მიმართულებით დაასაქმოს პროგრამის კურსდამთავრებული. კომუნიკაციის სფერო გახლავთ პოტენციური დასაქმების კიდევ ერთი არეალი.
პროგრამაში გათვალისწინებულია უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილება და პროგრამის კურიკულუმი აგებულია იმგვარად, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად და თავსებადი საგნების არჩევისას.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული იღებს საბაზისო ცოდნას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, აშშ კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, აქვს ამერიკული ფილოსოფიისა და ეკონომიკის ბაზისური საფუძვლების ცოდნა, ფლობს ამერიკულ ინგლისურს (ენის ცოდნის დონე B2), აქვს ზოგადი წარმოდგენა ლათინური ამერიკის კულტურის ფენომენზე, ფლობს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს. ფლობს ერთ-ერთ ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური/აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ბაკალავრს შეუძლია ინგლისურენოვანი ტექსტის გაგება და გააზრება, მიღებული ინფორმაციის გადმოცემა და შემდგომი დამუშავება და გამოყენება, აქვს ამერიკისა და ამერიკული ყოფის, ამერიკის ისტორიის, თანამედროვეობისა თუ წარსულის ათვისების უნარი. შეუძლია სპეციფიკური ტერმინოლოგიური აპარატის ადექვატური გამოყენება შესაბამის კონტექსტში. აქვს ინტერდისციპლინურ გარემოში მუშაობის უნარი.
დასკვნის უნარი: ამერიკისმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სწავლის პროცესში საჭირო მასალის მოპოვების, მათი ინტერპრეტაციისა და განმარტების უნარი. მხარეთმცოდნეობითი მეთოდოლოგიების გამოყენების უნარი, არგუმენტირების უნარი, მასალის ანალიზისა და კლასიფიკაციის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებისა და აბსტრაგირების უნარი, ლოგიკური შეცდომების დადგენის, კონკრეტულიდან ზოგადზე გადასვლის უნარი.
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია ინგლისურის როგორც სამუშაო ენის გამოყენება, სხვადასხვა თემებზე და სხვადასხვა სიტუაციაში თავისუფლად საუბარი. მას აქვს ინფორმაციის კონცეპტუალური სახით ჩამოყალიბებისა და გადაცემის უნარი; საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი, კულტურათა დიალოგში ჩართვის, დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის უნარი; ფლობს წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარებს. აქვს ინტერპერსონალური და ჯგუფური მუშაობის უნარები.
სწავლის უნარი: ბაკალავრს ათვისებული აქვს დარგის სწავლების პროცესის, საკუთარი საჭიროებების, ამოცანებისა და პერსპექტივების სისტემატური შეფასების უნარი, იგი ფლობს დარგობრივი ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძვლებს, აქვს სხვადასხვა სახის წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების უნარები, შემოქმედებითი, თვითკრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, დროისა და შრომის ორგანიზების უნარი; საკუთარი თავის მოტივირების უნარი, აქვს ფაქტობრივი მასალის ანალიზისა და პრობლემის ამოცნობის უნარი.
ღირებულებები: ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ღირებულებით ორიენტაციებში გარკვევა, ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატული ღირებულებების დამკვიდრების პროცესის ხელშეწყობა, ცოდნა იმისა, თუ რა არის მოვალეობა, თავისუფლება, ჭეშმარიტება, პასუხისმგებლობა, აქვს საპირისპირო აზრის პატივისცემის უნარი; ტოლერანტულია, აქვს საკუთარი პოზიციის დაცვის, არგუმენტების უნარი.
დასაქმების სფეროები
ამერიკისმცოდნეობის სპეციალობის მქონე ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს შემდეგ სფეროებში: საზოგადოებრივ და კერძო სექტორში, საჯარო სამსახურებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ექსპერტებად, საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორებად, კულტურულ და მთარგმნელობით ცენტრებში, ამერიკულ-ქართულ კომპანიებში, ფონდებში და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში, ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ბიბლიოთეკებში, გამომცემლობებში, მასმედიაში, ტურისტულ ცენტრებში, მუზეუმებსა და გალერეებში.