Title of the Program: Classical Philology
Awarded qualification/degree: Bachelor of Philology
Program is carried out by Institute of Classical Byzantine and Modern Greek Studies
Program coordinator: Associate Professor Irine Darchia
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია კლასიკურ ფილოლოგიასთან, ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული, ფუნდამენტური და იმავდროულად ინტერდისციპლინური და კომპლექსური ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება შემდეგი მიმართულებებით: ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურის თეორიისა და თარგმანთმცოდნეობის საფუძვლები, ძველი ბერძნული და ლათინური ენები, ანტიკური ლიტერატურა, საბერძნეთისა და რომის ისტორია, მითოლოგია, კულტურა, ქართულ–ბერძნული ისტორიული, ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების ძირითადი ეტაპები, ანტიკურობის გავლენა თანამედროვე ქართულ და ევროპულ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე, კლასიკური ტრადიციის შემოქმედებითი ათვისების ისტორია მსოფლიოში და სხვ.
პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგის, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტების მომზადებას, რომელთა როგორც ზოგადად ჰუმანიტარული, ისე ვიწრო დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები უზრუნველყოფს მათ დასაქმებას დიდაქტიკურ და სამეცნიერო, მთარგმნელობით, საგამომცემლო, მასმედიის სფეროებში, სასულიერო–საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვ. კლასიკური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა იძლევა ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიურ განათლებას და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევებს, ხოლო პროგრამის მულტიდისციპლინური პროფილის გამო კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა მომავალში ხელს შეუწყობს როგორც ანტიკური კულტურული ფასეულობების შესწავლასა და კლასიკური ფილოლოგიის განვითარებას, ისე ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის სიღრმისეულ გააზრებას ანტიკურობისა და ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: კლასიკური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; იცის ლინგვისტური კომპარატივისტიკის ძირითადი თეორიები და პრინციპები, ბერძნული და რომანული შედარებითი ენათმეცნიერების საფუძვლები, ლათინური ენის გრამატიკული ფორმების ჩამოყალიბების ისტორია და მათი მიმართება ძველ ბერძნულთან; ძველი ბერძნული და ლათინური ენების მორფოლოგია, სინტაქსი, სტილისტიკა, ლექსიკა და ფრაზეოლოგია, ძველი ბერძნული და ლათინური ენებიდან ქართულად თარგმნის თავისებურებები; ანტიკური (ძველი ბერძნული და რომაული) ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპები, ჟანრები, მნიშვნელოვანი ავტორები, მათი შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკა კლასიკური ფილოლოგიის ძირითადი თეორიები, პრინციპები და მეთოდები, კლასიკური ფილოლოგიის განვითარების ისტორსაქართველოსა და უცხოეთში; საბერძნეთისა და რომის ისტორიის ძირითადი ეტაპები, ბერძნულ–ქართული ისტორიული, ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების ძირითადი ეტაპები; ბერძნულ–რომაული ეპიგრაფიკის, პალეოგრაფიისა და პაპიროლოგიის საფუძვლები; ანტიკური (ძველი ბერძნული და რომაული) კულტურის განვითარების ძირითადი ეტაპები და მახასიათებლები კლასიკური რიტორიკის საფუძვლები და მისი გავლენა თანამედროვეობაზე; რიტორიკის პრინციპების, ლოგიკური არგუმენტაციის, კამათის ხელოვნების, აუდიტორიაზე ზემოქმედების, რიტორული ფიგურების თეორიული საფუძვლები;
კურსდამთავრებულმა ასევე იცის ერთ–ერთი ევროპული ენა და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: კლასიკური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნებითი, აგრეთვე კლასიკური ფილოლოგიის კვლევის მეთოდების გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის (ნაშრომის) განსახორციელებლად, აქვს პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი; შეუძლია სხვადასხვა პერიოდისა და ჟანრის, საშუალო სირთულის ძველი ბერძნული და ლათინური ტექსტების თარგმნა ქართულად ლექსიკონის დახმარებით და შესაბამისი ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნებითი კომენტარების მომზადება;
კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია ერთ–ერთი ევროპული ენისა და რომელიმე აღმოსავლური ენის გამოყენება აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის;
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს კლასიკური ფილოლოგიის, ფილოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და მონაცემების შეგროვების, გააზრების, სისტემატიზაციისა და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი, ფილოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის, სხვადასხვა მეცნიერული მოსაზრებების, ჰიპოთეზებისა და თეორიების კრიტიკული შეფასებისა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს სფეროში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადების უნარი ქართულ და ევროპულ ენებზე; დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობისა და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი; სწავლისა და კვლევის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს საკუთარი ცოდნის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებისა და შემდგომ სწავლის საჭიროებების განსაზღვრის უნარი; სპეციალური, ქართული, ევროპული და კლასიკურ ენებზე არსებული ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის გაღრმავების უნარი; ხელმძღვანელის მეთვალყურეობით კვლევითი სამუშაოს, საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების უნარი; სამუშაო დროის რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ღირებულებები: კურსდამთავრებულს აქვს პროფესიული ეთიკის ნორმების ცოდნა, ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემის გრძნობა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვის უნარი; დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა; ზოგადსაკაცობრიო, ევროპული და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობა.
დასაქმების სფეროები
კლასიკური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალმხრივი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს უცხო ენების შემსწავლელ და/ან მთარგმნელობით ცენტრში, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციაში (ასისტენტად, ლაბორანტად და სხვ.), გამომცემლობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ–გამოცემები და სხვ.), სხვადასხვა პროფილის ფონდში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და სახელმწიფო სექტორში, კერძო კომპანიაში, სასულიერო–საგანმანათლებლო ცენტრებში, ბერძნულ–ქართულ კომპანიებში, საბერძნეთის, კვიპროსისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და სხვ.