Title of the Program: Modern Greek Philology
Awarded qualification/degree: Bachelor of Modern Greek Philology
Program is carried out by Institute of Classical Byzantine and Modern Greek Studies
Program coordinator: Professor Sophio Shamanidi
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
ახალი ბერძნული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია ახალ ბერძნულ ფილოლოგიასთან, ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული, ფუნდამენტური და იმავდროულად ინტერდისციპლინური და კომპლექსური ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება შემდეგი მიმართულებებით: ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურის თეორიისა და თარგმანთმცოდნეობის საფუძვლები, ახალი ბერძნული ენა (ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების B2 დონე), ახალი ბერძნული ენის ისტორია, თანამედროვე საბერძნეთის ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება და კულტურა, როგორც ანტიკურობისა და შუა საუკუნეების, ისე თანამედროვე ლიტერატურულ–კულტურულ პროცესებთან მიმართებაში და სხვ. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აგრეთვე, რომ სურვილის შემთხვევაში დაეუფლონ სინქრონული თარგმანის ტექნიკას ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად.
პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ახალი ბერძნული ფილოლოგიის სპეციალისტების მომზადებას, რომელთა როგორც ზოგადად ჰუმანიტარული, ისე ვიწრო დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები უზრუნველყოფს მათ დასაქმებას დიდაქტიკურ და სამეცნიერო, სათარჯიმნო, მთარგმნელობით, საგამომცემლო, მასმედიის სფეროებში, სასულიერო–საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ბერძნულ–ქართულ კომპანიებში, საბერძნეთის, კვიპროსისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და სხვ. ახალი ბერძნული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა იძლევა ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიურ განათლებას და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევებს, ხოლო პროგრამის მულტიდისციპლინური პროფილის გამო კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ ახალი ბერძნული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
ახალი ბერძნული ფილოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა მომავალში ხელს შეუწყობს როგორც თანამედროვე ბერძნული კულტურული ფასეულობების შესწავლასა და ახალი ბერძნული ფილოლოგიის განვითარებას, ისე ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული ურთიერთობების, ქართულ–ბერძნული მრავალსაუკუნოვანი და მრავალმხრივი კავშირების გაღრმავებას.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ახალი ბერძნული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ ახალ ბერძნულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B2 დონეზე. კურსდამთავრებულმა იცის ახალი ბერძნული ფილოლოგიის ძირითადი თეორიები, პრინციპები და მეთოდები, დარგის განვითარების ისტორია და დღევანდელობა, ახალი ბერძნული ენის გრამატიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; ახალი ბერძნული ენის განვითარების ძირითადი ეტაპები და მახასიათებლები; ახალბერძნული ლიტერატურული ტექსტების ლინგვისტური და სტილისტური მახასიათებლები, ახალი ბერძნული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპები, ჟანრები, მნიშვნელოვანი ავტორები, მათი შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკა და კვლევის თანამედროვე მდგომარეობა, ახალი ბერძნული ლიტერატურის თავისებურებები ევროპული ლიტერატურის კონტექსტში; შავი ზღვის აუზში ბერძნული კოლონიზაციის ძირითადი ეტაპები, ბერძნული კულტურული ელემენტის როლი და მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონისთვის, თანამედროვე ბერძნული თეატრის, კინემატოგრაფის, მუსიკის, მხატვრობისა და არქიტექტურის ძირითადი ტენდენციები და მახასიათებლები; კურსდამთავრებულმა ასევე იცის ერთ–ერთი ევროპული ენა და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ახალი ბერძნული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნებითი, აგრეთვე ახალი ბერძნული ფილოლოგიის მეთოდების გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის (ნაშრომის) განსახორციელებლად, ახალი ბერძნული ენის გამოყენება სოციალურ, აკადემიურ და პროფესიულ წრეებში; ახალბერძნული ტექსტის ქართულად თარგმნა და ქართული ტექსტის ახალბერძნულად თარგმნა წერილობით და ზეპირად (მათ შორის თარჯიმნობა); აქვს პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი.
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს ახალი ბერძნული ფილოლოგიის, ფილოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და მონაცემების შეგროვების, გააზრების, სისტემატიზაციისა და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი, ფილოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის, სხვადასხვა მეცნიერული მოსაზრებების, ჰიპოთეზებისა და თეორიების კრიტიკული შეფასებისა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს სფეროში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადების უნარი ქართულ, ევროპულ და ახალ ბერძნულ ენებზე; დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობისა და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი; სწავლისა და კვლევის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს საკუთარი ცოდნის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებისა და შემდგომ სწავლის საჭიროებების განსაზღვრის უნარი; სპეციალური, ქართული, ევროპული და ახალბერძნული ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის გაღრმავების უნარი; ხელმძღვანელის მეთვალყურეობით კვლევითი სამუშაოს, საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების უნარი; სამუშაო დროის რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ღირებულებები: კურსდამთავრებულს აქვს პროფესიული ეთიკის ნორმების ცოდნა, ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემის გრძნობა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვის უნარი; დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა; ზოგადსაკაცობრიო, ევროპული და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობა.
დასაქმების სფეროები
ახალი ბერძნული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალმხრივი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული, სათარჯიმნო და მთარგმნელობითი, სარედაქტორო, სარეფერენტო, მეთოდიკური, მხატვრულ–კრიტიკული საქმიანობისათვის კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს უცხო ენების კურსებსა და მთარგმნელობით ცენტრში, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციაში (ასისტენტად, ლაბორანტად და სხვ.), გამომცემლობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ–გამოცემები და სხვ.), სხვადასხვა პროფილის ფონდში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და სახელმწიფო სექტორში (მაგალითად, აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან საჯარო რეესტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, კულტურის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სამინისტროში, სამინისტროებისადმი დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში), კერძო კომპანიებში, სასულიერო–საგანმანათლებლო ცენტრებში, საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო სემინარიაში, ბერძნულ–ქართულ კომპანიებში, საბერძნეთის, კვიპროსისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და სხვ.