Title of the Program: French Philology
Awarded qualification/degree: Bachelor of Philology
Program is carried out by Institute of Western European Languages and Literature
Program coordinator: Professor Bela Khabeishvili
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ძირითადი სპეციალობის დაუფლების უპირველესი და განმსაზღვრელი მიზანია სტუდენტს კომპლექსურად შეასწავლოს ფრანგული ენა, ენის თეორია და ფრანგული ლიტერატურის ისტორია. პროგრამის მიზანია, ფრანგული ფილოლოგიის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე, მოამზადოს სპეციალისტი, აღჭურვილი იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რაც მას შემდგომში გაუადვილებს დასაქმებასა და საზოგადოების წარმატებულ წევრად ქცევას. გარდა ამისა, საფაკულტეტო სავალდებულო და არჩევითი დისციპლინების საფუძველზე აღნიშნული პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა მთელი რიგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძვლებში; სურვილის შემთხვევაში, შეასწავლოს რომელიმე ევროპული უცხო ენა სულ მცირე A2 დონეზე საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის დონეთა განმსაზღვრელი ჩარჩოს მიხედვით, და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის (საკუთარი არჩევანის მიხედვით). აღნიშნული დისციპლინების საფუძველზე სტუდენტი იღებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების იმ ზოგადტრანსფერულ უნარებს, რომელსაც წარმატებით გამოიყენებს საკუთარი სპეციალობის ათვისების პროცესში.
ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს, სადაც ზოგადად ფილოლოგიური დისციპლინების, კერძოდ კი დასავლეთ ევროპის ენების სწავლება, შესწავლა და ზოგადფილოლოგიური კომპეტენციების დაუფლება მნიშვნელოვან დარგად მოიაზრებოდა უნივერსიტეტის დაარსების პირველი დღეებიდანვე.
ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება ფრანგული ენის, მისი თეორიისა და ფრანგული ლიტერატურის სწავლების ტრადიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ გარემოების გათვალისწინებით და პროგრამის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად მასში ჩართული აკადემიური პერსონალი და მასწავლებლები ითვალისწინებენ ამ დარგში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლიო სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ამ პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტიაა. შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზნები და ორიენტირები სრულად თანხვდება თსუ მისიას, მისი განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითად ამოცანებს და სტრატეგიულ ხედვას - უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით გააჩნია ზოგადად, ფილოლოგიისა და კერძოდ, ფრანგული ფილოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა, ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს ფრანგული ფილოლოგიის დარგის მოცულობა, იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენას (ფრანგულ ენას) სულ მცირე, B2 (+), ფლობს რომელიმე ევროპულ უცხო ენას სულ მცირე A2 დონეზე საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის დონეთა განმსაზღვრელი ჩარჩოს მიხედვით, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის (საკუთარი არჩევანის მიხედვით).
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია ფრანგული ფილოლოგიის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა დარგის ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი.
ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია ფრანგული ენის პრაქტიკული გამოყენება პროგრამის მიერ დასახული დონის ფარგლებში მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს საუბრის თავისუფლად წარმართვის უნარ-ჩვევები, ამ ენებზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუქციის უნარი. შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ამ ენის ეფექტურად გამოყენება.
ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით ასევე შეუძლია მის მიერ არჩეული ევროპული ან აღმოსავლური ენის სულ მცირე A2 დონის შესაბამისი კომპეტენციების დადასტურება.
დასკვნის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მინიმალური ზედამხედველობის /ხელმძღვანელობის პირობებში მას ასევე შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების საჭიროებისამებრ ტრანსფორმაცია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; ეფექტურად ურთიერთობს სამუშაო /სასწავლო/ პროფესიულ ჯგუფში, შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა.
ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის წარმართვა; შეუძლია სპონტანური და შეუფერხებელი საუბარი, დიალოგის წარმართვა ენის მატარებელთან; შეუძლია მკაფიოდ, თავისუფლად და დეტალურად ისაუბროს სხვადასხვა თემებზე, განმარტოს გარკვეული აქტუალური საკითხისადმი დამოკიდებულება და მიუთითოს სხვადასხვა შესაძლებლობების უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები. შეუძლია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება; შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და შეხედულებები სხვადასხვა თემებზე; შეუძლია ანგარიშის, საქმიანი წერილის, მოთხრობისა და სხვადასხვა ტიპის ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
სწავლის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება, მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; მას აქვს განვითარების - განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და უნარი.
ღირებულებები: ფილოლოგიის ბაკალავრს ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნებისა და კოლეგიალობის სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას. მას აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
ბაკალავრიატში სწავლება ორიენტირებულია იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს დასაქმებაში. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ფილოლოგიის ბაკალავრი ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი ფრანგული ფილოლოგიის დარგში სათარჯიმნო, სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, ტურისტულ ფირმებში, მთარგმნელობით ბიუროებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის.