Title of the Program: English Philology
Awarded qualification/degree: Bachelor of Philology
Program is carried out by Institute of Western European Languages and Literature
Program coordinator: Professor Manana Rusieshvili, Manana Gelashvili
The language of instruction: Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს კომპლექსურ ცოდნას, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის, ინგლისური ენის თეორიის, ინგლისურენოვანი ლიტერატურის ისტორიის მიმართულებებს. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ინგლისური ენით მარკირებული პროგრამაა, რომლის უმეტესი თეორიული სალექციო და პრაქტიკული კურსები ინგლისურ ენაზე იკითხება და ინგლისურენოვან ტექსტზე ორიენტირებულ სწავლებაზეა დაფუძნებული. ბაკალავრიატში ინგლისური ფილოლოგიის ძირითადი სპეციალობის დაუფლების უპირველესი და განმსაზღვრელი მიზანია სპეციალობის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების სიღრმისეული შესწავლა, პრაქტიკული და მეცნიერული კომპეტენციების შეძენა, მათი გამოყენების მაღალი სტანდარტების დაუფლება. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს დარგობრივი (ზოგადფილოლოგიური) კომპეტენციების გამომუშავებასა და განვითარებას; არჩეული დარგის სამეცნიერო საფუძვლების შესწავლას, ძირითადი მეთოდოლოგიური კომპეტენციების, ასევე პრაქტიკულ-პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ბაკალავრს შემდგომში გაუადვილებს დასაქმებასა და საზოგადოების წარმატებულ წევრად ქცევას.
ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს, სადაც ზოგადად ფილოლოგიური დისციპლინების, კერძოდ კი დასავლეთ ევროპის ენების სწავლება, შესწავლა და ზოგადფილოლოგიური კომპეტენციების დაუფლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად მოიაზრებოდა უნივერსიტეტის დაარსების პირველი დღეებიდანვე. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა დღეს, როდესაც ინგლისურმა ენამ დაიმკვიდრა სამუშაო ენის სტატუსი მთელ მსოფლიოში და ფაქტობრივად, დღეს გვევლინება როგორც ერებს შორის ურთიერთობის lingua franca.
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება უცხო ენის, კერძოდ, ინგლისური ენის, მისი თეორიისა და ინგლისური ლიტერატურის სწავლების ძლიერ ტრადიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში და, ამავე დროს, ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ გარემოების გათვალისწონებით და პროგრამის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად მასში ჩართული აკადემიური პერსონალი და მასწავლებლები ითვალისწინებენ ამ დარგში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლიო სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ამ პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტიაა. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის განვითარების დინამიკა ცხადყოფს, რომ ეს პროგრამა ვითარდება ერთი მხრივ, დარგის ფუნდამენტური და ინოვაციური მიღწევების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ, დროის, ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
სწავლის შედეგები
ცოდნა-გაცნობიერება: ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე ფილოლოგიის ბაკალავრს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით გააჩნია ზოგადად, ფილოლოგიისა და კერძოდ, ინგლისური ფილოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა, ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის დარგის მოცულობა, იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენას (ინგლისური) სულ მცირე, B2 (+) და, სურვილის შემთხვევაში, რომელიმე ევროპულ უცხო ენას სულ მცირე A2 დონეზე საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის დონეთა განმსაზღვრელი ჩარჩოს მიხედვით, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის ( საკუთარი არჩევანის მიხედვით).
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს შეუძლია ინგლისური ფილოლოგიის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა დარგის ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი.
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს შეუძლია ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს საუბრის თავისუფლად წარმართვის უნარ-ჩვევები, ამ ენაზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუქციის უნარი. შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ამ ენის ეფექტურად გამოყენება.
დასკვნის უნარი: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს სპეციალობით შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიში მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; ეფექტურად ურთიერთობს სამუშაო /სასწავლო/ პროფესიულ ჯგუფში, შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა.
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს სპეციალობით შეუძლია მაპროფილებელ (ინგლისურ) ენაზე გაიგოს კონკრეტული და აბსტრაქტული თემების მქონე რთული, ფართო სპექტრის ტექსტების არსებითი შინაარსი, მას ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის წარმართვა; შეუძლია სპონტანური და შეუფერხებელი საუბარი და დიალოგის წარმართვა ენის მატარებელთან; შეუძლია დამოუკიდებლად და სწრაფად სხვადასხვა თემებზე დაწერილი საშუალოზე მაღალი და რთული ტექსტების კითხვა; ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება; აქვს კარგი ცოდნა ხშირად გამოყენებადი იდიომების, ანდაზებისა და ფრაზეოლოგიური ერთეულებისა, შეუძლია მათი ეფექტური და ადეკვატური გამოყენება. შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და შეხედულებები სხვადასხვა თემებზე; შეუძლია ანგარიშის, საქმიანი წერილის, მოთხრობისა და სხვადასხვა ტიპის ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად, .
სწავლის უნარი: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება, შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; მას აქვს განვითარების- განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და უნარი.
ღირებულებები: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნებისა და კოლეგიალობის სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას. მას აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი სათარჯიმნო-მთარგმნელობითი, საინფორმაციო, სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, საელჩოებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, ტურისტულ ფირმებში, საელჩოებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის; ასევე თარჯიმნებად, რისი მოთხოვნილებაც დღევანდელი საქართველოს შრომით ბაზარზე არსებობს.