Program title: Georgian Philology
Awarded qualification/degree: Bachelor of Humanities in Philology
Program is carried out by Institute of the history of Georgian Literature
Program coordinator: Professor Elguja Khintibidze
The language of instruction: Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური და კომპლექსური საკითხების ცოდნა და გააცნოს მას ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის თავისებურებები, დანიშნულება და მნიშვნელობა ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლების საშუალებით; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი, შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია, მისცეს ერთ-ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე, რათა მან შეძლოს ლიტერატურული წყაროების ორიგინალში მოძიება და წაკითხვა; გამოუმუშაოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები შემდეგი მიმართულებებით: ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის და საგამომცემლო საქმის სფეროებში, ხელი შეუწყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებათა დამკვიდრებას კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნების გააზრებასა და პატივისცემას, ქართული ლიტერატურის და კულტურის სიღრმისეულ გააზრებას ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში.
პროგრამის მიზანია ფილოლოგიის ბაკალავრს ქართული ფილოლოგიის სპეციალობით ჰქონდეს ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ კომპლექსური ცოდნა, რათა მან პედაგოგიკის დამატებითი პროგრამისა და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში შეძლოს დასაქმება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სკოლაში, ასევე შეეძლოს მუშაობა მასმედიის და საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. კურსდამთავრებულის ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიურ განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები, მას არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივას აძლევს.
სწავლის შედეგები
ცოდნა-გაცნობიერება: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს დარგის შესაბამისი ზოგადი ცოდნა სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად და არჩევით დისციპლინებში. მას შეუძლია დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში. გააჩნია ქართველური ენათმეცნიერების, ძველი და ახალი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის, ძველი ქართული ლიტერატურის, ახალი ქართული ლიტერატურის, უახლესი ქართული ლიტერატურისა და ქართული ზეპირსიტყვიერების საბაზისო ცოდნა. კურსდამთავრებული ფლობს ერთ-ერთ ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური/აღმოსავლური ენის საფუძვლები, აკადემური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გააჩნია პროფესიული მიდგომა ქართველური ენათმეცნიერებისა და ქართული ლიტერატურის არსებითი საკითხებისადმი; ძველი და ახალი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საბაზისო საკითხებში მართებული თეორიული გააზრებისა და პრაქტიკულად სწორი ორიენტირების უნარი; შეუძლია ძველი, ახალი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის არსებით საკითხებში ორიენტიერება; ქართული ლიტერატურის გააზრება მსოფლიო ლიტერატურული აზროვნების პროცესში. მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას საჯარო სკოლაში.
დასკვნის უნარი: ბაკალავრს აქვს დარგობრივ სფეროში არგუმენტირების, კრიტიკული შეფასების, ანალიზის საფუძველზე სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; შეუძლია დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა.
კომუნიკაციის უნარი: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვითა და ქართული ლიტერატურული მასალის გამოყენებით. დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობა და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა; სწავლებისა და კვლევის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენება.
სწავლის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ქართული ფილოლოგიის სპეციალობით აქვს დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვის უნარი; შეუძლია პრიორიტეტების გამოყოფა მუშაობის პროცესში; შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: კურსდამთავრებულს გაცნობიერებული აქვს პროფესიული ეთიკის ნორმები; აქვს კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; აქვს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობა.
დასაქმების სფეროები
ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალმხრივი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საქართველოს ბევრ სახელმწიფო და არასამთავრობო საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული სტრუქტურის დაწესებულებაში, სადაც საჭიროა ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართული ლიტერატურისა და ზოგადად, კულტურის საფუძვლების ცოდნის გამოყენებით, კერძოდ: პედაგოგიურ სექტორში (პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის გავლისა და მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში); კულტურის სფეროს დაწესებულებებში; ბიბლიოთეკებსა და საისტორიო-ლიტერატურულ არქივებში; საგამომცემლო დაწესებულებებში: რედაქციებში, გამომცემლობრებში; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ–გამოცემები და სხვ.); სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციებში (ასისტენტად, ლაბორანტად და სხვ.); საჯარო სექტორში; კერძო სექტორსა და არასამთავრობო სექტორში.