Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


 

 მერი კაპანაძე   

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 2 25 04 84 

ელ.ფოსტა: dpo@tsu.ge

მის.: 0179, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 017 ოთახი

 

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის შესახებ

 

უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის მიზანია უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის დაცვა და შესაბამისობის დასაბუთება უნივერსიტეტის მიერ მონაცემთა დამუშავებისას.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებას, სხვა მოქმედ ნორმატიულ აქტებს, უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებსა და უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესს.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და მისი საქმიანობის მიმართ მოქმედებს კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულებისა და კონფიდენციალურობის პრინციპები. იგი საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი