Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

 

დანართი 1

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები


თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

 

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 


2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №209/01-01, 23.07.2024) https://tsu.ge/ka/legal/49971

ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში - 9 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება)–13 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი 13:00 საათამდე;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;

კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17-19 სექტემბერი;

ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;

მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  -23-24 სექტემბერი;

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)

 

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (30 აგვისტო - 6 სექტემბერი)  ელექტრონულ მისამართზე.  23-24 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.

ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

გ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) უცხო ენის  ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ქართული ენის  B2   დონეზე  ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);

ლ) ფოტოსურათი (3X4) –  2 ცალი;

მ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330): თამარ თათრიშვილი 577 73 73 87.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი, ტელ.: 577 7199 89;

ფიქრია ვარდოსანიძე, ტელ: 577 24 88 98

სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  - საკონტაქტო პირი:  ირმა ჩხეიძე, 

ტელ: 595 18 57 98.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი:  ლალი ჩიკვილაძე, ტელ: 591 05 08 04.

მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  ნინო მეგრელიშვილი, ტელ: 577 72 17 16.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84

(შიდა 3221).  ნინო ბერაძე 599 56 34 88.