SWAT Scholarship - დაფინანსების შესაძლებლობა დევნილის სტატუსის მქონე პირებს Work and Travel USA გაცვლითი პროგრამის ფარგლებში!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
1. ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულის (დევნილი) სტატუსის მქონე პირებს;
2. ასაკი 18-დან 26 წლის ჩათვლით.
3. ინგლისურის ცოდნის დონე - B1-დან;
4. აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე პირებს;
კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ 4-ვე პირობას.
რა არის Summer Work & Travel? - ეს არის საზაფხულო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საქმდებიან მომსახურების სფეროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში + 1 თვე მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).
დაფინანსება ითვალისწინებს :
პროგრამაში მონაწილეობის საფასური; ორმხრივი ავიაბილეთები;
3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში;
სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;
დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;
სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;
დაფინანსება არ ითვალისწინებს:
სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);
მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც დაიფარება თქვენი ხელფასიდან.
რეგისტრციის ბოლო ვადა - 10 ნოემბერი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/QGpZ2kTHMR1gN4FTA
კონკურსის შესახებ 3 ნოემბერს, 2 საათზე ჩატარდება საინფორმაციო პრეზენტაცია:
Zoom Meeting
https://us06web.zoom.us/j/87532257959...
Meeting ID: 875 3225 7959
Passcode: 829463