Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

(ACS GSC)  "მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2023"

2 ივნისს  გაიმართება  ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართველ სტუდენტთა წარმომადგენლობის (ACS GSC)  "მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2023". 

 

ACS GSC, ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართული საერთაშორისო წარმომადგენლობა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიანი კოლაბორაციით წელს მართავს მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს. ეს ღონისძიება საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს და გამოცდილ მკვლევრებს რომ გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი კვლევები, რაც შემდგომ ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგის განვითარებას ამ რეგიონში. 

 

დელეგაციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან ჩაატარებენ პრეზენტაციებს. შემდგომ კი იქნება პოსტერ პრეზენტაციები სტუდენტების მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში.

 

ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურა/დოქტორანტურის სტუდენტებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ სიმპოზიუმში თავიანთი უნიკალური კვლევებით (გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ლიტერატურული კვლევები არ მიიღება).

სიმპოზიუმზე მონაწილეობა უფასოა და სამუშაო ენა- ინგლისური. 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კვლევის აბსტრაქტი მოცემულ იმეილზე 23:59 23 მაისს. აბსტრაქტი აუცილებლად უნდა იყოს ბმულზე მოცემული ფორმატის მიხედვით დაწერილი - https://bit.ly/3Kht14m და გამოგზავნილი ამ მეილზე - acs.geo.studentchapter@gmail.com. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "Abstract, 4th International Symposium 2023 - თქვენი სრული სახელი". მიღების შემდგომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პოსტერის დაბეჭდვა და ჩაბარება ინდივიდუალურად მოგიწევთ. პოსტერების ჩაბარების საბოლოო თარიღსა და მდებარეობას მოგვიანებით გაცნობებთ.

იხილეთ პროგრამა. https://tsu.ge/assets/media/files/84/maisi 2023/brochure.pdf