Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე 

(ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №17/01-01, 27.01.2023)

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:


თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე). 



2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

(ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №22/01-01, 01.02.2023

  • დოკუმენტაციის მიღება -2-8 თებერვალი;
  • გამოცდა უცხო ენაში -10 თებერვალი; 
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება -14 თებერვალი; 
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 თებერვალი; 
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი; 
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 16-17 თებერვალი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 თებერვალი;
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21-22 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 თებერვალი.

 

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2022 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9768;

იურიდიული ფაკულტეტი: - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №115

მედიცინის ფაკულტეტი: - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 2 სართული, ოთახი N207;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 3225, 3224.