ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 147-ე წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილე სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს სტუდენტები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორია მერაბ კოკოჩაშვილი. რეჟისორები: ნინო გელოვანი, იზა თითბერიძე.