Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: შექმნა, ოკუპაცია, მეხსიერება’’

 

31 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციას: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: შექმნა, ოკუპაცია, მეხსიერება’’.



კონფერენციის სამუშაო თემებია:


საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ისტორია ( 1917-1924 წწ);

ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხების პოლიტიკური ისტორია (1917-1924 წწ);

 

ნაშრომის გაფორმების წესები:


სახელი, გვარი, დაწესებულება, საკონტაქტო ინფორმაცია (მარჯვნივ, ფონტი 10), თემის სათაური – Bold, ზომა – 14 (ცენტრში)
ფურცლის ზომა – A4
შრიფტი – Sylfaen
ტექსტის ზომა – 11
რაოდენობა – არაუმეტეს 2 გვერდისა (თეზისების შემთხვევაში), არაუმეტეს 10
გვერდისა (ნაშრომის შემთხვევაში).
წყაროების მითითება – სქოლიოში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო მოხსენების
თეზისები არაუგვიანეს 2022 წლის 22 მაისისა.

მონაწილეობის მსურველებმა თეზისები, დასრულებული ნაშრომები და შეკითხვები გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე:
Giorgi.Javakhishvili@tsu.ge