Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ღონისძიება „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი”

ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი  27 და 28 აპრილს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი”.


ღონისძიება წარმოაჩენს ბიბლიოთეკების როლს სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკებს შორის საერთაშორისო და ადგილობრივ კომუნიკაციას. ასევე, მისცეს ახალი შესაძლებლობა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებსა და მენეჯერებს თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ღონისძიება ფინანსდება პროექტ EaPConnect-ის მიერ, ტარდება ასოციაცია GÉANT და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზატორობითა და ასოციაცია გრენას მხარდაჭერით.


შეხვედრას დაესწრებიან ორგანიზაციების EOSC და OpenAIRE წარმომადგენლები, საერთაშორისო სპიკერები და სტუმრები ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისი და საქართველოს ათი წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაცია.
ღონისძიების ფარგლებში გამომსვლელები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: თანამედროვე ბიბლიოთეკები და მათი როლი მეცნიერების ხელშეწყობაში; ღია მეცნიერება და ევროპის ღია წვდომის ღრუბელი; ბიბლიოთეკებსა და გამომცემლებს შორის ურთიერთობები და ღია წვდომის ინფრასტრუქტურები.


ღონისძიების განრიგი: 27 აპრილი 11:00-17:00
28 აპრილი 11:00-15:00
შეხვედრა გაიმართება: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3).