„NATO - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინმა თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
სტუმარს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ უმასპინძლა.
ლექციას უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს ირენე ფელინმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.