Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორქშოპები – Erasmus+-ის შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში იწვევს Erasmus + პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ვორქშოპებზე, რომლებიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს.

თარიღი: 29 ივლისი

დრო: 11:00 – 16:00 (საქართველოს დროით)

ენა:ქართული

სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და ახალგაზრდები

 

ვორქშოპების მიზანია Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების გაზიარება სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია არსებული პროგრამების შესახებ, მოისმინონ Erasmus+-ის მონაწილეთა გამოცდილებები, მიიღონ რჩევები და პანელური დისკუსიის დროს ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად.

 

ვორქშოპები:

 

– Erasmus Mundus Joint Master-ის პროგრამა

– როგორ დავწეროთ კონკურენტუნარიანი Erasmus Mundus Joint Masters-ის განაცხადი

– საერთაშორისო კრედიტების მობილობის შესაძლებლობები

– Erasmus+ ახალგაზრდული მობილობის შესაძლებლობები

პანელური დისკუსია – პრაქტიკული რჩევები მობილობის პროექტებში მონაწილეობისათვის

დღის წესრიგი: https://drive.google.com/file/d/17WNX1R_auPkGUwgdD1B5xAdiMAy2RSby/view?usp=drive_link

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/me1DPn6MxV8V26jt6

 

ვორქშოპებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციის დედლაინი: 28 ივლისი, 17:00  საათი (საქართველოს დროით)