Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„რატომ ევროპა-როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში”-კრებულის პრეზენტაცია 

„რატომ ევროპა-როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში” - სტატიათა კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კრებული ღონისძიების სტუმრებს ერთ-ერთმა ავტორმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინა. წიგნში შესული სტატიების ავტორები ასევე არიან ბაქარ ბერეკაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი და თორნიკე ჩივაძე. პრეზენტაციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა, ევროპული განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება, ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და სოციოეკონომიკური განვითარების გზა, სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ განვითარებაში და კეთილდღეობის საყოველთაო ინსტიტუტები.

 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა და მასში მონაწილეობა სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოების წევრებმა მიიღეს. პუბლიკაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრმა”, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოსცა.