Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“Big Idea Challenge” ”-ში თსუ-ს ორივე გუნდმა გაიმარჯვა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სტარტაპ კონკურზე “Big Idea Challenge”-ზე წარდგენილი ორივე გუნდი გამარჯვებულია. „GRANDALA”-ს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი და სოციალური გავლენის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა, ხოლო „STUDIO FOR ARTISTS“ - შემოქმედებით კატეგორიაში.

„GRANDALA“ წარმოადგენს მარიამ ისპირიანისა და გიულგიუნ მამედოვას იდეას, რომელიც საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სასწავლო ონლაინ პლატფორმის შექმნას გულისხმობს. პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს ენის სწავლის მსურველებსა და დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გამოიყენონ ატვირთული სასწავლო მასალები.

„STUDIO FOR ARTISTS“ - ონლაინ პლატფორმა შემოქმედი ადამიანებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვანებს, გააცნონ საზოგადოებას საკუთარი თავი და ნამუშევრები.

ვიდეო-ფიჩ კონკურსი „Big Idea Challenge“ ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ ადგილობრივი სტარტაპები.

პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციათა გუნდებს განაცხადების წარდგენა სამ კატეგორიაში შეეძლოთ: სოციალური გავლენა; ციფრული ტექნოლოგიები; შემოქმედებითი სფერო. აქედან ორ კატეგორიაში თსუ-ის გუნდებმა გაიმარჯვეს.

„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობა შეიძინოს და განავითაროს  საჭირო უნარები  და დასაქმების მსოფლიო ბაზარზე  კონკურენტუნარიანი გახდეს.

პროგრამაში თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი, University of Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმთან ერთად  უკვე მე-4 წელია წარმატებით მონაწილეობს.