თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის AR-18-281 (2019-2022 წწ) “მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება“ ფარგლებში შექმნილი საპილოტე დანადგარების, ვიდეორგოლისა და ელექტრონული ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის დამსწრეები გაეცნენ ასევე მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიებს. თსუ მეცნიერთა მიერ შემუშავებული, უტილიზაციის ტექნოლოგიების ორი ვარიანტით (In-cell და Ex-cell) მიღებული ნარჩენი მასალა გამოყენებადია სამშენებლო ინდუსტრიაში.
შექმნილია ტექნოლოგიური ხაზის სადემონსტრაციო ვერსია და Ex-cell ტექნოლოგიური პროცესი გამოცდილია მსხვილ-ლაბორატიურ პირობებში ჭიათურის ნედლი მადნის გამდიდრების პროცესში მიღებული ნარჩენების, (კუდები, შლამები) ბაზაზე.