Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის საგრანტო კონკურსები

2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან: კვლევები, სწავლება და სტიპენდიები. პროგრამა ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას.


ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოცხადებულია უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელთათვის განკუთვნილი კონკურსი, ასევე მოკლევადიანი საგრანტო და სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსები. აღნიშნულ სასტიპენდიო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებს.


კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 თებერვლამდე.


ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციითვის იხილეთ ბმუი, ასევე დანართი.