თუ გსურთ: გაიცნოთ საქართველოს ულამაზესი მხარე - ჯავახეთი;
გაატაროთ დრო ნაყოფიერად საინტერესო ადამიანებთან ერთად;
დაუვიწყარი გახადოთ თქვენი სტუდენტური დღეები.
აღნიშნული პროექტი 2001 წლიდან უწყვეტად ხორციელდება. ექსპედიცია ჩატარდება 23 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციაა. სტუდენტები აყალიბებენ ჯგუფს, რომელიც ექსპედიციის ფარგლებში ეწვევა ახალქალაქს. სტუდენტები ჯავახეთში ცხოვრების განმავლობაში: ეცნობიან აქაურ კულტურას; ხუროთმოძღვრულ ძეგლებს;
დადიან ექსკურსიებზე; იმართება ფილმების ჩვენება და ასე შემდეგ.
ექსპედიციაში მონაწილეობა უფასოა!
საორიენტაციო-გაცნობითი შეხვედრები წარიმართება, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე ან მოგვწერეთ მეილზე:
+995 579 289 232 (სოფიო ნიშნიანიძე)
sofionishnianidze11@gmail.com