Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თსუ-სა და ნიდერლანდების სამეფოს საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

ელჩმა მარია ქრისტინა ვან კოლდმანმა, ერთი თვის წინ საჯარო ლექცია წაიკითხა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტებისთვის. რექტორთან შეხვედრაზე ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა სტუდენტების ცოდნის დონე და ინტერესების სფერო, რომელიც ლექციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე გამოვლინდა. მისი თქმით, ის კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა სივრცეს, სადაც რამდენიმე ქვეყანაში მოუწია სხვადასხვა პოზიციაზე მუშობა, შესაბამისად, კარგად ერკვევა ამ ქვეყნების საგარეო თუ საშინაო ვითარებაში. მარია ქრისტინა ვან კოლდმანი თსუ რექტორს ნიდერლანდურ უნივერსიტეტებთან თანმშრომლობაში ხელშეწყობას დაპირდა.

 

რექტორმა ჯაბა სამუშიამ ლაიდენის უნივერსიტეტთან თანშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თსუ პროფესორები თერთმეტი წლია ლაიდენის უნივერსიტეტში ქართულ ენას ასწავლიან და დაგეგმილია ამ უნივერსიტეტში ქართველოლოგიური სწავლების კიდევ უფრო განვითარება. ამასთან, თსუ რექტორმა აღნიშნა გრონინგენისა და ნიდერლანდების სხვა უნივერსიტეტებთან არსებული ურთიერთობისა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ამ ურთიერთობათა შემდგომი განვითარების იმედი გამოთქვა. 

 

შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა ესწრებოდა.