Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის პრეზენტაცია, "კინოს თეორია: შესავალი"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - “კინოს თეორია: შესავალი” ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მისი ავტორი ამერიკელი მწერალი რობერტ სტამია და ქართულ ენაზე თსუ სოციოლოგიის დოქტორანტმა გიორგი გაბელიამ თარგმნა. ნაშრომი მომზადდა და დაიბეჭდა თსუ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მხარდაჭერით. 
„მსურდა, ლიტერატურას ქართულ ენაზე გაცნობოდნენ სტუდენტები, რომლებიც კინოს ისტორიით, ზოგადად, კინემატოგრაფიით არიან დაინტერესებულნი. მუშაობის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ წიგნი საინტერესო იქნებოდა ხელოვნებათმცდონეების, კულტურის მკვლევრების, ფილოსოფოსების, ფილოლოგების, სოციოლოგების, მედიამკვლევრებისა, იმ დისციპლინათა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ვიზუალურ ფენომენს, მის რეპრეზენტაციასა და რეცეფციას, ზოგადად, გამოსახულებასა და ამ უკანასკნელის სოციალურ, პოლიტიკურ თუ გენდერულ ასპექტს სწავლობენ,“- წერს წიგნის მთარგმნელი გიორგი გაბელია.
წიგნის ყიდვა მალე შესაძლებელი იქნება თსუ წიგნის მაღაზიაში.