Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წარმოდგენა - „გამთლიანებული საქართველო“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტში თბილისის 190-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა წარმოდგენა - „გამთლიანებული საქართველო“ გამართეს.

 

ღონისძიებას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, სტუდენტები, უნივერსიტეტისა და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, მშობლები დაესწრნენ.

 

„მიხარია, რომ პატრიოტულ თემატიკას ბავშვები საბავშვო ბაღებიდან ეცნობიან. სწორედ, ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს სამშობლოს მოყვარული მოქალაქეების აღზრდა. ეროვნულ მოტივებზე შექმნილი წარმოდგენა ხელს შეუწყობს ბავშვებში ამ მუხტის გაძლიერებას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

„ეროვნული ღირებულებებისა და ქვეყნის სიყვარულის ჩამოყალიბებას დიდი დრო ეთმობა საბავშვო ბაღებში. ეს წარმოდგენა ამის ნათელი დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ასაკიდან ისწავლებოდეს სამშობლოს სიყვარული,“ - აღნიშნა კახა აბულაძემ