Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXIII ტომისათვის.


სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით, როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება. შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგში შესრულებული ნაშრომებიც. არც რეგიონის, არც ქრონოლოგიის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს. კვლევა შეიძლება შეეხებოდეს უძველესი დროიდან დღემდე პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას ნებისმიერი ხალხის ისტორიულ გამოცდილებას.
კვლევითი სტატიების გარდა შესაძლებელია წყაროების ტექსტების გამოქვეყნება შესაბამისი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კომენტარებით.
მიიღება განსვენებულ მეცნიერთა არქივებში დაცული განსაკუთრებულიღირებულების მქონე გამოუქვეყნებელი ნაშრომებიც სათანადო სამეცნიერო აპარატითა და კომენტარებით.
ჟურნალი გამოაქვეყნებს წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანებს, რეცენზიებს, სამეცნიერო ცხოვრების სხვადასხვა ფაქტის (კონფერენციის, ვორქშოფის, წიგნის პრეზენტაციის და ა.შ.) ამსახველ ინფორმაციებს;სამეცნიერო პოლემიკის მასალებს, ინტერვიუებს, კომენტარებს, მოგონებებსდარგის სპეციალისტების შესახებ, ნეკროლოგებს.
ციტირებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების, სტატიის გაფორმების წესებისათვის  იხ. (დანართი 1) ან ბმული

ავტორებმა სტატიები თანდართულ საილუსტრაციო მასალებთან ერთად უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ  ელექტრონულ მისამართებზე: 
source-studies@tsu.ge  და  gsourcestudies@gmail.com
ორივე  მისამართზე სტატიის გამოგზავნა აუცილებელია.
ავტორებმა აგრეთვე  უნდა გადმოაგზავნონ  შევსებული განაცხადის  ფორმა. იხ. (დანართი 2)  ან ბმული.

ტომი გამოიცემა  2021 წლის ბოლოს.

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი. ამ ვადის შემდგომ რედაქციაში შემოსული სტატიების განხილვა მოხდება ჟურნალის მომდევნო ნომრისათვის.
გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნების თაობაზე მიიღებენ რედაქტორები სამეცნიერო ექსპერტების რეკომენდაციებისა და შენიშვნების და, აგრეთვე, ავტორთა განმარტებების გათვალისწინების საფუძველზე. რედკოლეგია იტოვებს უფლებას  გამოსაქვეყნებლად მიღებულ სტატიაში ავტორთან შეთანხმებით შეიტანოს   სტილთან და ნაშრომის გაფორმებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სტატიის  დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში,  ავტორები ვალდებული იქნებიან რედაქციას გადაუგზავნონ საავტორო უფლების ჟურნალისათვის გადაცემის დამადასტურებელი  დოკუმენტი. ეს  აუცილებელია, რათა  რედკოლეგიამ შეძლოს ჟურნალის ჩართვა სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში.
ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. უფასოდ მიიღებენ ავტორები ჟურნალის ერთ ცალს.
დამატებითი შეკითხვების  შემთხვევაში ავტორებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჟურნალის რედკოლეგიის წევრს ისტორიის დოქტორ ზურაბ თარგამაძეს შემდეგ ნომერზე: 577 622134