Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, წარდგენისა და მისაღები გამოცდის ვადები

2021-22 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

 

მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით!

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - "მასწავლებელი“, 2021-22 სასწავლო წელი

(საბაზო და საშუალო საფეხური)

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა: 100

 

პროგრამის ხელმძღვანელი: თსუ-ის პროფესორი ქეთევან ჭკუასელი

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი (60 ECTS)

სერტიფიკატი: საბაზო-საშუალო სკოლის მასწავლებელი /ესგ-ის საგნობრივი მიმართულების შესაბამისად/

 

 

მიმართულებები (საბაზო და საშუალო საფეხური)

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • რუსული ენა
  • ინგლისური ენა
  • ფრანგული ენა
  • გერმანული ენა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • გეოგრაფია
  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

პროგრამის მიზანი:

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლის კომპეტენციის მქონე პედაგოგების მომზადება, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის/საგნის სპეციალისტის აღჭურვა პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დარგობრივი კომპეტენციებით. პროგრამა უზრუნველყოფს, სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • პროგრამის მოდულის შესაბამისი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქულათა 60%-ზე მეტის მოპოვება;
  • ჩასარიცხი კონკურსის პირობების დაკმაყოფილება.

 

საბუთების მიღების ვადები:

1.2021-2022 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა: 14-15-16 სექტემბერი (16 სექტემბერს - 18:00 სთ-მდე).

 

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე - mastsavlebeli.pes@tsu.ge

 

დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მოგვიანებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“

 

თსუ-მ ელ. ფოსტით  უნდა დაგიდასტუროთ თქვენ მიერ გაგზავნილი საბუთების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეკავთ საინფორმაციო წერილის ბოლოს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.2021-2022 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1.განცხადება თსუ რექტორის სახელზე - დასკანერებული ვერსია - განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა.

 

განცხადების ფორმა თსუ რექტორის სახელზე

 

განმარტება: მატერიალური ხელმოწერა გულისხმობს: ამობეჭდავთ ველზე განთავსებულ განცხადების ფორმას, ხელწერით შეავსებთ გამოტოვებულ ველებს, ასევე, ხელითწერითვე გააკეთებთ ხელმოწერას.

 

გაითვალისწინეთ, რომ:

  • სახელი და გვარი უნდა ჩაწეროთ ზუსტად ისე, როგორც პირადობის მოწმობაში გაქვთ მითითებული;
  • ასევე, უთითებთ მისამართს, სადაც ხართ რეგისტრირებული და ფაქტობრივ მისამართს, სადაც ცხოვრობთ; მობილურის ნომერსა და ელ. ფოსტას;
  • საგნობრივი კომპეტენციის გრაფაში უნდა მიუთითოთ სწავლების საფეხური (I-XII ან VII-XII);
  • განცხადების შესაბამის გრაფაში უთითებთ განცხადების გამოგზავნის თარიღს.

შევსებულ განცხადებას დაასკნარებთ და გზავნით სხვა დოკუმენტებთან ერთად.

 

2.2.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დასკანერებული ელექტრონული ვერსია.

2.3.ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია;

2.4.ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანარებული ელექტრონული ვერსია; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე-დასკანერებული ელექტრონული ვერსია;

2.5.წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკანერებული ელექტრონული ვერსია;

2.6.მოქმედი მასწავლებლების შემთხვევაში სავალდებულოა ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საგნის სწავლების თაობაზე - დასკანერებული ელექტრონული ვერსია;

2.7.საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის ან სერტიფიკატის დასკანერებული ელექტრონული ვერსია;

 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ვერ ესწრება შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობის დამზადება, საბუთების მიღება მოხდება ხარვეზით (ცნობის გარეშე) იმ პირობით, რომ აპლიკანტი მოგვიანებით წარმოადგენს ცნობას. გაითვალისწინეთ, რომ აპლიკანტი, რომელიც მოგვიანებით  არ წარმოადგენს ცნობას, ვერ გააგრძელებს სწავლას აღნიშნულ პროგრამაზე.

 

მოცემული დოკუმენტაციის გადმოგზავნის შემდეგ, აუცილებლად გადადით ბმულზე და შეავსეთ  კითხვარი

სიფრთხილე გამოიჩინეთ კითხვარის შევსების დროს, გადაამოწმეთ ჩაწერილი მონაცემების სიზუსტე!

 

https://forms.gle/824vtbqm1ZUCirvf8

 

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წელს სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:

3.1. წერითი გამოცდა – 17 სექტემბერი, 14:30 სთ, მისამართი: თსუ, მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა №11

3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;

3.3. გამოცდის შედეგების აპელაცია – 21 სექტემბერი (09:00-დან 18:00 სთ-მდე)

 

სააპელაციო განცხადების ფორმა

 

ველზე მოცემული სააპელაციო განცხადების ხელმოწერილი, ელექტრონული დასკნარებული ფორმა უნდა გადაიგზავნოს  თსუ კანცელარიის ელ. ფოსტაზე: chancellery@tsu.ge

 

თსუ-მ ელ. ფოსტით  უნდა დაგიდასტუროთ თქვენ მიერ გაგზავნილი საბუთების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეკავთ საინფორმაციო წერილის ბოლოს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

 

3.4.საბოლოო შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;

3.5.ხელშეკრულების გაფორმება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიტატებთან – 23-24 სექტემბერი, ელექტრონულად.

ხელშეკრულების ფორმა გადმოგეგზავნებათ თქვენ მიერ  განცხადებაში მითითებულ ფოსტაზე. ხელშეკრულების ამობეჭდილ, შევსებულ, ხელმოწერილ და დასკანერებულ ვერსიას გადმოგზავნით 24 სექტემბრის 18:00 სთ-მდე ელ. ფოსტაზე: mastsavlebeli.pes@tsu.ge

3.6. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 27 სექტემბერამდე;

3.7.ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება-27 სექტემბერი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის. N11, ოთახი 110. (ორშაბათი – პარასკევი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;)

ტელეფონი: 568 77 28 74; 593 33 07 78. 

ელ. ფოსტაmarika.chapidze@tsu.ge ; megi.esebua@tsu.ge

 

გთხოვთ იხილოთ პროგრამა

 

მარეგულირებელი დოკუმენტი: რექტორის ბრძანება N 160/01-01