24 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა საორიეინტაციო შეხვედრა უცხოელ გაცვლით სტუდენტებთან.
შეხვედრაზე პროფესორებმა ისაუბრეს ინგლისურენოვანი აკადემიური პროგარმებისა და ცალკეული სასწავლო კურსების შესახებ.
მიმიდნარე აკადმიური წლის შემოდგომის სემესტრში, ორმხრივი პარტნიორობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ კრედიტ მობილობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თსუ-ში ისწავლის 40 უცხოელი სტუდენტი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.