რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტის SPG-23-527 -ის ფარგლებში 28 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპაციის ხაზთან ახლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წრმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის სახალისო ცდები და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის დაძლევაში დახმარება და მომავალი პროფესიის ასარჩევად სტიმულის მიცემაა. ჩატარდა სახალისო ლექცია ქიმიაში, სახალისო ექსპერიმენტები, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები. მსგავსი ქიმიური ექსპერიმენტები აადვილებს ბავშვებისათვის ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და მიუხედავად ქიმიური არსის ჯერ არ ცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით აჩვევეს ბავშვს სხვადასხვა მოვლენის მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დააკავშირებას. ამავე მიზანს ემსახურება სახალისო ექსპერიმენტები. გაიმართა კონკურსი ქიმიური კროსვორდის შევსებაში. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სუვენირები.