Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო XXIII კონგრესი

„მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური“ - ასეთია შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო XXIII კონგრესის ძირითადი თემატიკა. 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო XXIII კონგრესს, 65 წლიან ისტორიაში პირველად, საქართველო, კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ერთობლივად უმასპინძლებენ.

 

XXIII კონგრესი 24-29 ივლისს გაიმართება. იგი 10 სხვადასხვა სექციას მოიცავს და მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურის საზოგადოების წარმომადგენლებს რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებითი ლიტერატურის გარშემო არსებული გამოწვევების სამეცნიერო კუთხით განხილვის შესაძლებლობას მისცემს.

კონგრესის თემატიკისა და თითოეული სექციის შესახებ ვრცლად, იხილეთ ლინკი:

https://bit.ly/3zbxnoB