Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის დღე თსუ საბავშვო უნივერსიტეტში

ძვირფასო მეგობრებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო,

14 აპრილი ქართული ენის დღეა. ქართული ენა, ქართული დამწერლობა ჩვენი საამაყო ისტორიული მემკვიდრეობაა.

მოსწავლეებს ვთავაზობთ საავტორო თხზულებების კონკურსში მონაწილეობას. კონკურსი სამ ნომონაციაში ჩატარდება - პოეზია, პროზა, თარგმანი (უცხო ენიდან ქართულზე).

მონაწილეებმა ნაშრომები უნდა გამოგზავნონ 10 აპრილის 18.00 საათამდე ელ. მისამართზე; junior@tsu.ge, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ტექსტი უნდა დაიწეროს Word ფორმატში, შრიფტი Sylfaen, ზომა 11.

ლექსი - არა უმეტეს ერთი სტანდარტული გვერდისა, იმავე გვერდის ზემო მარცხენა არეზე უნდა დატანილი იყოს მოსწავლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

პროზა - არა უმეტეს ორი სტანდარტული გვერდისა, პირველ გვერდზე ზემო მარცხენა არეზე უნდა დატანილი იყოს მოსწავლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი..

თარგმანი (უცხო ენიდან ქართულზე) - არა უმეტეს ერთი სტანდარტული გვერდისა, იმავე გვერდის ზემო მარცხენა არეზე უნდა დატანილი იყოს მოსწავლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი..

 

გარდა ამისა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას:

14 აპრილს, 15.00 სთ-ზე ჩატარდება პროფ. თინათინ ბოლქვაძის ლექცია „ქართული ენა 1978 წლიდან დღემდე“. (ლექციაზე დისტანციურად დასწრების Zoom ID მოწოდებული იქნება მოგვიანებით). 

15 აპრილს, 15.00 სთ-ზე ჩატარდება პროფ. ნინო პოპიაშვილის და პროფ. გიორგი ალიბეგაშვილის ლექციები (ლექციაზე დისტანციურად დასწრების Zoom ID მოწოდებული იქნება მოგვიანებით), შემდეგ კი წარმოგიდგენთ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულ თხზულებებს და მათ ავტორებს.

ეს დღე არ უნდა დავივიწყოთ მიუხედავად იმ რთული ისტორიული პროცესებისა, რომლებიც დღეს ევროპაში და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში ვითარდება - რუსეთის სისხლისმღვრელი აგრესია უკრაინაში, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, ლტოლვილების დიდი ნაკადი და სხვა მრავალი პრობლემა. ეს ყოველივე, ცხადია, თავის გავლენას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ შორის მოსწავლეებზეც, ახდენს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგრადობის, შემოქმედებითი პოტენციალის  მხარდაჭერა და წახალისება.