თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ახალ სეზონსაც გამარჯვებებით იწყებს. თსუ კალათბურთელებმა დაძაბულ ბრძოლაში 76:74 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს.
ჩვენი კალათბურთელების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თსუ სპორტული და შემოქმედებითი გუნდების მხარდამჭერი ფანკლუბის „ლეგიონის“ ქომაგობამ „ლეგიონის“ წევრებთან ერთად თსუ-ის 2000-მდე სტუდენტი თამაშის დაწყებამდე მაღლივ კორპუსის სპორტდარბაზთან - Iviko's cage-ში შეიკრიბა და მხარდაჭერის ტრადიციული მარშითა და შეძახილებით მივიდა ახალ სპორტის სასახლეში ჩვენი გუნდის საქომაგოდ.