Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია  - „წინააღმდეგობის მოძრაობა ბოლშევიკურ საქართველოში 1921-1922 წლებში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა“ მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას  - „წინააღმდეგობის მოძრაობა ბოლშევიკურ საქართველოში 1921-1922 წლებში“. 


კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს. 
 

ძირითადი საკვლევი თემებია: პრესა (საბჭოთა პროპაგანდა, ცენზურა), ახალგაზრდული ორგანიზაციები, საქართველოს წითელი ჯვარი, მწერლობა, ხელოვნება, მუშათა ორგანიზაციები. 
 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 15 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ თემის აბსტრაქტი, ხოლო 23 თებერვლამდე სრული ნაშრომი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: library@tsu.ge 


საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1800 - 2400 სიტყვას. შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება - 1,5. 


თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც  სწავლობს, ასევე გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. 


ძირითადი თარიღები:

აბსტრაქტების მიღების დასრულება - 15 თებერვალი

შერჩეული აბსტრაქტების ავტორთა ინფორმირება - 17 თებერვალი 

საბოლოო ნაშრომის მიღების დასრულება - 23 თებერვალი

კონფერენციის გამართვის თარიღი - 28 თებერვალი


დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამარ ხეტაშვილი - 591516878
ელ. ფოსტა: tamar.khetashvili@tsu.ge