Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიახლე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისაგან

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა (ესბ) და ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბას“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში ბიბლიოთეკის მკითხველებს 6 თვის განმავლობაში უფასოდ ექნებათ წვდომა „საბას“ 6500-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე, პოდკასტებსა და ონლაინ ლექციაზე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებით მუდმივად ცდილობს   შექმნას კომფორტული გარემო, უფრო სასიამოვნო გახადოს კითხვის პროცესი და მკითხველთან ურთიერთობა.

სწორედ, ამ მიზნით, ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ საშუალება ეძლევათ უფასოდ მიიღონ საბას სარეგისტრაციო კოდი და ჰქონდეთ წვდომა ელექტრონულ მასალაზე კოდის გააქტიურებიდან 6 თვის განმავლობაში.

ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი „საბას“ სარეგისტრაციო კოდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ „ესბ“-ში  დარეგისტრირებული მკითხველებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მსურველი ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული,  უნდა მოგვმართოს დისტანციურად:

ესბ-ის Facebook გვერდის მისამართზე;
ან მოგვწეროს ელ-ფოსტაზე:  abon@sciencelib.ge

სარეგისტრაციო კოდის მიღება მსურველებს შეუძლიათ მათ მიერ მითითებულ თსუ-ის მოქმედ ელ.ფოსტაზე.

წიგნების წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ Android- ის ან IOS -ის სისტემის მეშვეობით.