Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმძღვანელოს „ფინანსური აღრიცხვა“ და „სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში“  პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმძღვანელოს „ფინანსური აღრიცხვა“ და „სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში“  პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მომზადებულია საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურსისათვის „ფინანსური აღრიცხვა“. მასში განხილულია 2022 წლის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  (IFRS/IAS) ცვლილებების შესაბამისად შემდეგი საკითხები: ფულადი სახსრების აღრიცხვა; მოთხოვნების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოსალოდნელი ზარალის მოდელი); მარაგების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოდელები და კრიპტოვალუტის აღრიცხვა); ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (მ.შ. კრიპტოვალუტის აღრიცხვა);  ვალდებულებების აღრიცხვა (ბასს 1, ფასს 9 და 37-ის შესაბამისად); კაპიტალის აღრიცხვა; შემოსავლების აღრიცხვა ფასს 15-ის შესაბამისად; ფულადი ნაკადების ანგარიშგება და განმარტებითი შენიშვნები.


სახელმძღვანელოები მომზადებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის მიერ პროფესორ ლევან საბაურის რედაქტორობით.

 

სახელმძღვანელოში განხილული თეორიული საკითხები ილუსტრირებულია შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით, ხოლო სავარჯიშოები და ამოცანები ამოხსნებით წარმოდგენილია შესაბამის კრებულში. სახელმძღვანელო და კრებული განკუთვნილია ბაკალავრებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

 

რეცენზენტი: საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO საქართველო, პარტნიორი ი.ჟუჟუნაშვილი.

 

სპონსორები: ბაფ (GFPAA); სს რუსთავის აზოტი; საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები: PwC , EY, BDO, Moore abc, Grant Thornton, Nomad Capitalist; ქართული აუდიტორული კომპანიები FMG, „ალექსანდრე“, „მრჩეველი“,  „ბაკაშვილი და კომპანია“.